Article 19 of UN CRPD

2006 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია

მუხლი 19

დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა

ამ კონვენციის ხელმომწერი წევრი სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ უფლებას სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და იღებენ ყველა ეფექტურ და სათანადო ზომას, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუადვილონ ამ უფლებით სრული სარგებლობა და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ სრულ ინტეგრაციასა და მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყონ, რომ:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სხვებთან თანასწორობის საფუძველზე საშუალება ჰქონდეთ, აირჩიონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და სად და ვისთან ერთად იცხოვრონ და არ იყვნენ იძულებული, დასახლდნენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ბინაზე, ინსტიტუციური თუ სხვა მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის ცხოვრების წესის მხარდაჭერის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმისთვის და საზოგადოებისაგან იზოლაციის ან განცალკევების პრევენციისათვის აუცილებელი ინდივიდუალური დახმარება;

გ) საერთო მოხმარებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი მომსახურება და მოწყობილობები ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვებთან თანასწორობის საფუძველზე და შეესაბამებოდეს მათ მოთხოვნებს.

 

უნდა გავაცნობიეროთ, სხვა გზა არ გვაქვს!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s