მშობელთა ჩართულობა სკოლის სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრვენციისთვის

ავტორი: სალომე კობალავა

pupil

თუ მშობელი ხართ, ალბათ იმაზეც გიფიქრიათ თუ რას მოიმოქმედებდით თქვენი შვილის სასკოლო ცხოვრების გასაუმჯობესებლად–როგორც მისი აკადემიური, ისე მისი სოციალური უნარების განვითარებისთვის. ამისთვის, ალბათ ცდილობთ გაიხსენოთ ყველა ის ფორმატი, რომელსაც სკოლა თქვენთან ურთიერთობისთვის იყენებს–მშობელთა კრება და იშვიათ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს შეხვედრები. თუმცა, იმასაც ხედავთ, რომ ეს გზები ფორმალური ხასიათისაა და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად არც თუ ისე ეფექტური.

მაშინაც კი, როცა ცდილობთ, სკოლა სათანადოდ ვერ ახერხებს თქვენს ინფორმირებას სასწავლო პროცესის, სასკოლო გარემოს და სკოლაში მიმდინარე სიახლეების თაობაზე. მეტიც, ზოგიერთი სკოლა აქტიურ მშობლებს იმდენად მიუჩვეველია, რომ მისგან  სასწავლო პროცესში ნაკლებ ჩარევას ითხოვს. ასეთ მშობლებს შორისაა ნინოც. ის თვლის, რომ საჯარო სკოლაში სადაც მისი შვილი სწავლობს „არასასურველი“ მშობელია: „კლასში სულ დავდივარ და ეს პრობლემაა სკოლის ადმინისტრაციისთვის, რომ მე ჩართული ვარ. ის, რომ ჩემს შვილს დიდ დროს ვუთმობ, ეს, სულ პრობლემად მხვდება. სულ მიკიჟინებენ, გაერიდე და არ გინდა სკოლაში ასეთი ჩართულობა“, ამბობს ის.

ეს ხდება მაშინ, როცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკის და სკოლებში სასწავლო პროცესის მართვაში, თანამედროვე მიდგომები მშობლებს სრულუფლებიან პარტნიორად მოიაზრებენ. სასკოლო საკითხების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მშობელთა აქტიური მონაწილეობა, ახალი ტიპის სკოლის გამორჩეული მახასიათებელია და რაც ყველაზე მთავარია, მისი წარმატების საფუძველი.

როგორც არაერთი კვლევა და ამ მხრივ დაგროვებული საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, იმ ქვეყნებში, სადაც მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მაღალია, ასევე მაღალია მოსწავლის აკადემიური წარმატება, მისი სოციალური უნარები უფრო განვითარებული, ხოლო ქცევა პოზიტიური. რაც არ უნდა მოულოდნელად ჟღერდეს, დეცენტრალიზებული მართვის მქონე ამგვარ სასკოლო სივრცეში, ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბულინგის შემთხვევები შედარებით მცირეა, ხოლო სკოლა ძალადობრივი კულტურისგან მეტად თავისუფალი. ამის მთავარი მიზეზი, სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობითი კომუნიკაციაა, რაც ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის და სასკოლო გარემოს შესაბამისად ადაპტირების საშუალებას იძლევა. სხვა სიტყვებით, დეცენტრალიზებული სკოლის და სასწავლო პროცესის მთავარი ღირებულება ბავშვია.

საქართველოში განათლების და სასკოლო სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე მომუშავე სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩვენს სკოლებში არ აქვთ ბავშვზე მორგებული სასწავლო პოლიტიკა და რომ სკოლის სამყაროს ცენტრი უფრო მეტად მასწავლებელია. შესაბამისად, მშობლის როლი ამგვარ სასწავლო გარემოში არ არის სათანადოდ გაცნობიერებული. ამ მიდგომით კი სკოლები განვითარების შესაძლებლობას სრულად ვერ იყენებენ, არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესების, არამედ ბულინგის პრევენციის და დამდგარი შემთხვევების დროს სწორი ინტერვენციის თვალსაზრისითაც.

მკვლევარი რაიან ბროლი თავის ნაშრომებში ბულინგის და კიბერბულინგის პრევენციის პროცესში მშობლების განსაკუთრებულ როლზე საუბრობს2. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი ინცინდენტების დროს, მშობლები უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ რგოლს წარმოადგენენ. სკოლას კი მეორე პოზიცია უკავია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბულინგთან გასამკლავებლად, სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტი უნდა იყოს.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ რეალობას, სადაც საჯარო სკოლებში მოსწავლეთა შორის ბულინგი გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ არ არსებობს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა, ან თუნდაც, გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა, ცხადი ხდება, რომ ბულინგის და ბავშვთა შორის ძალადობის შემთხვევების დაძლევის მიზნით, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მშობელი ყველაზე მეტადაა შვილის აკადემიური, უფლებრივი, და ფსიქოლოგიური განვითარების უსაფრთხოებით დაინტერესებული, ამიტომაც, ბულინგთან გამკლავების პროცესში ის სკოლის მთავარი მოკავშირე და პარტნიორია.

მოსწვლეთა შორის ძალადობის შემთხვევის დროს მშობლისა და სკოლის წარმატებული თანამშრომლობის კარგი ილუსტრაციაა თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის, 11 წლის ლელას ისტორია, რომლის მიმართ განხორციელებული ბულინგის პროცესში მშობლის დროული და სწორი ჩარევის შედეგად გადაიჭრა არა მხოლოდ ლელას პრობლემა, არამედ თანაკლასელებ მთლიანად გადააფასდა ერთმანეთთან დამოკიდებულების პრაქტიკა. ლელას მშობლის მიერ მასწავლებლისთვის თანაკლასელთა მხრიდან შვილის კიბერჩაგვრის შესახებ მყისიერმა ინფორმირებამ, პედაგოგის ასევე მყისიერი ჩარევა გამოიწვია. აგრესორებსაც და კიბერბულინგის ფაქტის შემსწრეებსაც ბულინგის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის შეგროვება და როგორც კლასის, ისე სკოლის ადმინისტრაციისთვის პრეზენტაციის სახით წარდგენა დაევალა. ამგვარი არასადამსჯელო მიდგომის შედეგად, თანაკლასელებში ბულინგის, როგორც ძალადობის ფორმის შესახებ ცნობიერება ამაღლდა, ლელას კი მას შემდეგ მსგავსი შევიწროება აღარ განუცდია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სკოლებისთვის შედგენილ სახელმძღვანელოში3, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეძღვნება, სწორედ მშობელთა ჩართულობაა იმ ცხრა კომპონენტთაგან ერთ-ერთი მთავარი, რომლის ამოქმედების გარეშეც, სასკოლო სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ვერ გახდება შესაძლებელი.

მაგალითად, ნათქვამია, რომ აუცილებელია სკოლებმა შეიმუშავონ და მშობლებს გააცნონ ძალადობის პრევენციის მიზნით გაწერილი საკუთარი პოლიტიკა, აუხსნან მათ თუ რატომაა სკოლისთვის მნიშვნელოვანი ძალადობის ყველა ფორმასთან ბრძოლა და რაც მთავარია, გააგებინონ თუ რა კონკრეტულ აქტივობებს სთავაზობენ მშობლებს მხარდაჭერის მისაღებად: სპეციალურ საგანმანათლებლო შეხვედრებს, მხარდაჭერის ჯგუფების შექმნას, საინფორმაციო ვებ-გვერდს, სკოლაში ძალადობის პრევენციის მიზნით სპეციალური საკოორდინაციო საბჭოს წევრობას თუ სხვა გზას, რაც მათ სასკოლო პროცესში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას მისცემდა.

იმავე სახელმძღვანელოს საკვანძო პუნქტია თავად მშობელსა და ბავშვს შორის საკომუნიკაციო უნარების და ზოგადად, ბავშვზე პოზიტიური, არაძალადობრივი ზრუნვის უნარების გავითარების ხელშეწყობა მშობლებისთვის განკუთვნილი სასწავლო შეხვედრების ორგანიზების საშუალებით. სახელმძღვანელოს ავტორების აზრით, ამგვარი პასუხისმგებლობა საკუთარ სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრით დაინტერესებულ სკოლებს იმიტომ ეკისრებათ, რომ ძალადობის პრევენციის მათი პროგრამა ვერ იქნება ეფექტური თუ თავად სკოლის მოსწავლეს უწევს ძალადობრივ გარემოში ცხოვრება და დიდია იმის შანსი, რომ სახლში დასწავლილი ძალადობრივი ქცევა მან სკოლაშიც გაიმეოროს. შესაბამისად, რისკის ქვეშ მყოფ მშობლებსა და ბავშვებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, პირველ რიგში, სკოლის ინტერესში შედის და მის ანტიბულინგური სტრატეგიის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.

ბლოგის მთავარ პრობლემას რომ დავუბრუნდეთ, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ სასკოლო სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობა და მოსწავლეთა შორის ჩაგვრა მსოფლიოს გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა ამის პარალელურად, მნშვნელოვანი საზოგადოებრივი დისკუსიები და შესაბამისად, პრევენციის პოლიტიკასა თუ სისტემურ სტრატეგიაზე მუშაობა არ წყდება. ამგვარი დინამიკა კი ჩვენს რეალობაში ნაკლებად შეიმჩნევა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მიზეზი ნაწილობრივ ბავშვებთან ურთიერთობის ჩვენში გამეფებული საზოგადოებრივი ნორმები და უთანასწორო ღირებულებებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი, როგორც საზოგადოების მთავარი გამოწვევა ღირებულებების იმგვარი ცვლილებაა, რომ ბავშვთა მიმართ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელი გახდეს, როგორც სკოლაში ისე მის გარეთ, ყველა სივრცეში. მშობლები კი ამ მიზნის მთავარ მოკავშირეებად უნდა ვაქციოთ, რისი მიღწევაც მათი ინფორმირებით და სკოლის სასწავლო პროცესში მათი ჩართულობით შეიძლება.

 

ბლოგი დაიწერა პროექტის ფარგლებშიმოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ხორციელდება / პარტნიორობა ადამიანის უფებებისთვის მიერ, აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS მხარდაჭერით.


 

  1. https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/10439463.2014.989154?journalCode=gpas20
  2. https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/324930/9789241515542-eng.pdf?fbclid=IwAR2oTpFIfbyyM5BN06NaSlF0wadLQlA2WlyAeTTDe9LmjQl1chdgWSgEE6A

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s