ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ადამიანის უკანონო მოთავსების გამო საავადმყოფოს 5000 ლარის გადახდა დაეკისრა

2017 წლის ოქტომბერში, მარიანა მანველიანი თავის სახლში, საკუთარი ოთახიდან გამოსვლისას მოულოდნელად რამდენიმე პოლიციელისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის წინაშე აღმოჩნდა. მათ, მარიანა დედის გამოძახების საფუძველზე,  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით გადაიყვანეს. მარიანას გადაყვანა ისე განხორციელდა, რომ საპატრულო პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს არ მოუსმენიათ მარიანას ახსნა-განმარტება ოჯახში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„საშინლად ვიყავი შეშინებული, დეპრესიულად ვიქცეოდი ყველაფერმა ჩემ წინაააღმდეგ იმუშავა. ავადმყოფობის ისტორიაში ასე ჩაწერეს, – „იყო აგრესიული“, იმიტომ რომ ვყვიროდი და დედაჩემს ვადანაშაულებდი. ეს (არანებაყოფლობითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში) იმდენად ძლიერი  შოკი და სტრესი იყო, რომ  ნერვულმა სისტემამ მიღალატა. საწოლზე დამაწვინეს, გამაკავეს ხელები და ფეხები  სხვადასხვა მხარეს გამიბეს. მერე დამამშვიდებელი ნემსი გამიკეთეს და დამაძინეს“ – მარიანა მანველიანი.

IMG_4379ეს არის მარიანა მანველიანის ისტორია, რომელსაც პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ( საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიანა მანველიანი სტაციონარში 11 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მას მოთავსების დღიდან გათავისუფლებამდე არ ჩატარებია ფსიქიატრიული მკურნალობის კურსი, არ მიუღია არანაირი მედიკამენტი.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, PHR-ის იურისტებმა მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა ქალის ფსიქიატრულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, ორგანიზაციამ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით მარიანა მანველიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება  იყო უკანონო.

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: „პაციენტის სტაციონარში იძულებით მოთავსება უკავშირდებოდა არა პაციენტის დაავადებას, არამედ იმ ოჯახურ კონფლიქტს, რაც წინ უძღვოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას“. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა მარიანა მანველიანსა და მის მშობელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და ხანგრძლივი ოჯახური კონფლიქტი, რომლის მიზეზსაც პირის რელიგიური მსოფლმხედველობა წარმოადგენდა.

მოცემულ სიუჟეტში, მარიანა მანველიანი თავად იხსენებს და გვიყვება, თუ როგორ მოხდა მისი არანებაყოფლობით სტაციონარში მოთავსება:

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, მარიანა მანველიანმა მიმართა საქალაქო სასამართლოს და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო ფსიქიატრიული დაწესებულებისგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლომ ამჯერადაც გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ქალის საავადმყოფოში არანებაყოფლობით მოთავსებით მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს  გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან განსახილველ საკითხებზე პირველად გაიმართა მსჯელობა, მიღებული გადაწყვეტილება კი, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადამიანის უფლებების დაცვას ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

როგორც აღნიშნულმა შემთხვევამ აჩვენა, ადამიანის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, გარემოებების ადეკვატური გამოკვლევის გარეშე, შესაძლოა გახდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული  დახმარების მიღების მიზნით მოთავსების საფუძველი, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სტანდარტს.   ასევე, აღმოჩნდა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, სათანადო მოკვლევისა და გამოძიების გარეშე, ხდება ადამიანის გადამისამართება ფსიქიატრიულ საავადმყოფიში, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მნიშვნელოვანია შეიცვალოს აღნიშნული პრაქტიკა და ქვეყანაში ნებისმიერმა ორგანომ და უწყებამ, საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდილმა პირმა გადაწყვეტილებები ადამიანის ღირსების და უფლებების დაცვის სტანდარტით მიიღოს.

PHR-ის მოსაზრებით, ამ გადაწყვეტილებით აღსრულდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-14 მუხლის სტანდარტი, რომლის თანახმადაც:

„წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე: ა) ისარგებლონ პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებით

არ მოხდეს მათთვის თავისუფლების უკანონოდ ან თვითნებურად აღკვეთა, რომ ნებისმიერი სახის თავისუფლების აღკვეთა იყოს კანონთან შესაბამისობაში და შეზღუდული შესაძლებლობები არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენდეს თავისუფლების აღკვეთის საფუძველს.“

“ღია საზოგადოების ფონდისა” და EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით, PHR-ი ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილიბრივი მექანიზმების გამოყენებით, კვლავაც აგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას სტრარეგიული სამართალწარმოების გზით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s