მარტყოფის პანსიონატში შესაძლო დარღვევების შესახებ PHR-მა შესაბამის უწყებებს მიმართა

2019 წლის 18 აპრილს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში არსებული მდგომარების გაცნობის მიზნით იმყოფებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები ინდივიდუალურად შეხვდნენ და გაესაუბრნენ პანსიონატის მაცხოვრებლებს და მოისმინეს ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ.  ასევე, იურისტებმა იქ მცხოვრებ ადამიანებს მიაწოდეს მათთვის საჭირო ინფორმაცია თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.

პანსიონატში ვიზიტისას შეიმჩნეოდა ინსტიტუციის მაცხოვრებლებსა და პერსონალს შორის დაძაბული, კონფლიქტური დამოკიდებულება. მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ, რომ დაწესებულებაში ხშირია ოთახებიდან სხვადასხვა ნივთების მოპარვის შემთხვევები, რასაც დირექცია და პერსონალი რეაგირების გარეშე ტოვებს. კონფლიქტური სიტუაციები ხშირია თავად მაცხოვრებლებს შორისაც, რაც ასევე რჩება პერსონალისა და დირექციის რეაგირების გარეშე.

ცოვერმაცხოვრებლები იურისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ პანსიონატში არსებული სიტუაცია ხშირად უკონტროლო ხდება, დირექცია არსებული დაძაბული სიტუაციის დარეგულირებას ვერ ახერხებს. პანსიონატში ვიზიტისას, ორგანიზაციის წარმომადგენლები თავად შეესწრნენ პერსონალსა და მაცხოვრებელს შორის კონფლიქტის ფაქტს, რომლის განეიტრალებასაც არა დირექცია, არამედ თავად მაცხოვრებლები ცდილობდნენ.

გარდა აღნიშნულისა, ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, პანსიონატის დირექტორის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს. მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდს, ასევე საპატრულო პოლიციას, თუმცა, არცერთი უწყების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

ვიზიტისას, ასევე, გამოიკვეთა ტანსაცმლისა და კვების პრობლემაც. ამ პრობლემაზე პანსიონატის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი მიუთითებს. ისინი აღნიშნავენ, რომ იძულებულები არიან, საკუთარი სახსრებით შეიძინონ ტანსაცმელი. ასევე, მიაჩნიათ, რომ არსებული კვების რაციონი ერთფეროვანი და მცირეა.

პანსიონატში მცხოვრებ ზოგიერთ პირს ჯერ კიდევ აქვს დაგროვილი პენსიის გამოყენების პრობლემა, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს.

ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამოწმების და დროული რეაგირების მიზნით PHR-მა წერილობით მიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s