PHR-ის ვიზიტებისას ხანდაზმულთა პანსიონატებში პრობლემები გამოიკვეთა

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები განაგრძობენ ვიზიტებს ხანდაზმულთა პანსიონატებში, რომლის მიზანსაც დაწესებულების მაცხოვრებლების მდგომარეობის გაცნობა, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი სამართლებრივი დახმარება წარმოადგენს. ასევე, ვიზიტების ფარგლებში ორგანიზაციის იურისტები ინდივიდუალურად ხვდებიან ხანდაზმულებსა და დაწესებულებების ადმინისტრაციას, აწვდიან ინფორმაციას თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.

51155471_544836352663561_8198718386218205184_nამ ეტაპზე, ორგანიზაციის წარმომადგენლები ორ პანსიონატში იმყოფებოდნენ, რა დროსაც გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. იმის გათვალისწინებით, რომ პანსიონატებს გასულ წლებთან შედარებით შეუმცირდათ სახელმწიფო დაფინანსება, დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ფსიქოლოგის, ექიმის, ექთნისა და სათანადო რაოდენობის მომვლელთა მომსახურებას. არ არის უზრუნველყოფილი ხანდაზმულთა ტრანსპორტით გადაადგილება თუ გასართობი და შემეცნებითი პროგრამების მიწოდება. ხანდაზმულებს არ აქვთ სპეციალური, მათი ჯანმრთელობის მდგომარებაზე მორგებული დაზღვევა, რის გამოც უწევთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა, რაც ვერ ითვალისწინებს და ვერ ფარავს მათ საჭიროებებს.

გარდა ამისა, საგანგაშო აღმოჩნდა პანსიონატების ინფრასტრუქტურული მდგომარება. ერთერთ დაწესებულებაში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს შენობამდე, რაც ხანდაზმულებს ურთულებს გადაადგილებას. უახლოესი გაჩერება, საკმაოდ დიდი მანძილითაა  დაშორებული დაწესებულებიდან, რის გამოც, ფაქტობრივად, უწევთ უარი თქვან დაწესებულებიდან გასვლაზე. ხშირია ფიზიკური დაზიანებები აღნიშნული მიზეზით და შედეგად ხანდაზმულები ვერ ტოვებენ დაწესებულებას. ისინი სამედიცინო დაწესებულებაშიც კი ვერ მიდიან ძირითად გზამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის ამორტიზების გამო. ტაქსის მომსახურება შეუძლებელია რადგან კონკრეტულ მისამართზე პრაქტიკულად არ ხდება გამოძახების მიღება და ამავდროულად ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შეუძლებელია მათი ფინანსური მდგომარეობის გამო.

ასევე, დაწესებულების ეზოზე გადის საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ამორტიზირებულია და საჭიროებს ცვლილებას. ამის გამო ხშირია ანტისანიტარია და შემაწუხებელი სუნი.  დაწესებულების ეზო არ არის კეთილმოწყობილი. ეზოში არ დგას სკამები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა რის გამოც ხანდაზმულთა უმრავლესობა დროის უმეტეს ნაწილს დაწესებულების შენობაში ატარებს. მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია ჰქონდეთ სასიამოვნო გარემო, სადაც შეძლებენ დასვენებას და გარკვეული დროის გატარებას. იმის გამო, რომ დაწესებულება მცირე დაფინანსებას იღებს სახელმწიფოსგან, ხოლო პირადი რესურსი არ გააჩნია, ვერ ხერხდება ეზოს მოპირკეთება და ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგება.

სწორედ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ორგანიზაციამ მიმართა როგორც  ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s