ქალზე მოძალადისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

vvv

22 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქალზე მოძალადე მამაკაცის საჩივარი განიხილა, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სრულად გაუქმებას ან დაკისრებული თანხის ნაწილობრივ შემცირებას მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა PHR-ის იურისტების პოზიცია, რომლებიც პროცესზე ძალადობაგამოვლილი ქალის ინტერესებს იცავდნენ და არ დააკმაყოფილა მოძალადის მოთხოვნა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3500 ლარის ძალადობაგამოვლილი ქალისთვის გადახდის ვალდებულება.

2017 წელს PHR-ის მოსარჩელე ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, რაც გამოიხატა ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ყელში ხელის მოჭერა, სახეში ხელის გარტყმა და ხელის კვრა.

საქალაქო სასამართლოს მიერ 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან სტამბოლის კონვენციის მიხედვით, ძალადობაგამოვლილ ქალს აქვს მორალური ზიანისთვის ანაზღაურების მიღების უფლება. ოჯახში ძალადობა ფიზიკურ ზიანთან ერთად მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმასაც აყენებს ადრესატს, მითუმეტეს თუ ასეთი ქმედება საჯაროდ, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ხდება, რომლებიც ასევე მსხვერპლები არიან.

#EWMI #PROLOG-ის მხარდაჭერით #PHR აგრძელებს ქალის ინტერესების დაცვას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s