ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ დედოფლისწყაროში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

31 ივლისს, PHR-ის იურისტებმა, სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთევან კოპალიანმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თანამშრომლებთან, სოციალურ მუშაკებთან და მხარდამჭერებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. იურისტებმა შეხვედრაზე ქმედუნარიანობის რეფორმასა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობის შესახებ ისაუბრეს.

იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტეს ის სხვაობა, რაც მეურვის კანონმდებლობასა და მხარდამჭერის პრაქტიკას შორის არსებობს. მოხსენებისას ყურადღება გამახვილდა იმის შესახებ, თუ რა ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარება მხარდამჭერის ინსტიტუტი, როგორია მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღები პირის უფლება-მოვალეობები, როგორ განსაზღვრავს სასამართლო მხარდაჭერის ფარგლებს და რა სახის წინააღმდეგობებს აწყდებიან მხარდაჭერის მიმღები ადამიანები ახალი რეფორმით გათვალისწინებული ქმედუნარიანობის უფლების პრაქტიკულ რეალობაში განხორციელებისას.

ეს

მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომლის განმავლობაშიც შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ მათთვის აქტუალური კითხვების დასმის შესაძლებლობა. შეხვედრის მონაწილე მხარდამჭერებმა გამოთქვეს სურვილი, რომ რეგიონში არსებობდეს დღის ცენტრი, ასევე ფსიქოლოგი, რომელიც იმუშავებს როგორც მხარდაჭერის მიმღებ პირებთან, ასევე მხარდამჭერებთან. მხარდამჭერები დაინტერესდნენ ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხებით;

ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენლებმა მათ მიერ განხორციელებულ სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრეს. სოციალურმა მუშაკებმა კი გამოთქვეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქმედუნარიანობის რეფორმისა და მხარდამჭერის ინსტიტუტის შესახებ მათთვის  არასდროს ჩატარებულა ტრენინგი, ან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, ამიტომ ქმედუნარიანობის სისტემაში განხორციელებული ძირეული ცვლილებების შემდეგ, მათ ძალიან გაუჭირდათ მხარდამჭერის კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებების ზუსტი აღქმა. შეხვედრის მონაწილეების შეხედულებით, მხარდამჭერის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება საჭიროა არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო დაწესებულებებისთვისაც და ზოგადად, საზოგადოებისთვის.

შეხვედრის დასასრულს შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს PHR-ის იურისტებს მიწოდებული ინფორმაციისთვის და გამოთქვეს სურვილი საიმისოდ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ჩატარდეს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s