საქართველოში ათასობით ბავშვი სექტებშია გაწევრიანებული

UNICEF-ს ანგარიშის თანახმად, საქართველოში არსებობს მოზარდებისგან შემდგარი არაერთი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება, რომლის წევრები, ძირითადად, ქუჩაში მუშაობენ ან მათხოვრობენ.

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტის, ანა თავხელიძის თქმით, მსგავსი ფაქტებს საკმაოდ ხშირი სახე აქვს მიღებული. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ხშირად არიან ჩაბმულნი ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, მათ აძალებენ მათხოვრობას და ა.შ. თავხელიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი პობლემებით მათი ორგანიზაციისთვისაც არაერთხელ მიუმართავთ.

გაერომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი კვლევა დადო, ანგარიში ეხება ქუჩაში მცხოვრებ ან მომუშავე ბავშვებს. კვლევის თანახმად, დაჯგუფებებს ქალაქის ტერიტორიები გაყოფილი აქვთ და უბნებს აკონტროლებენ. UNICEF-ს ანგარიშის თანახმად, არსებობს არაერთი ასეთი მოზარდებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა კი 1 800-ს შეადგენს.

თავხელიძემ განაცხადა, რომ მოზარდების ცხოვრების ასეთი წესი შესაძლოა მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს, მათ შორის ოჯახის მიერ პირდაპირმა იძულებამაც:

“იმ კონკრეტული საქმეების მიხედვით, რასთანაც ჩვენ გვქონია შეხება, შესაძლებელია იმის თქმა, რომ მიზეზად ზოგიერთ შემთხვევაში არის ოჯახში ძალადობა. ბავშვი, შესაძლოა, რომ იყოს უგულებელყოფილი ნათესავების მიერ ან სულაც ოჯახის წევრმა აიძულოს მსგავს ქმედებაში ჩაბმა.

“როდესაც სათანადო უწყებები თავის დროზე არ აქცევენ ყურადღებას ბავშვის ქცევის ცვლილებას, მაგალითად, როდესაც ბავშვი არ დადის საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განათლების სამინისტრო არ ახდენს ამაზე სათანადო რეაგირებას. ასევე, როდესაც პოლიცია ხედავს, რომ ბავშვი არის ქუჩაში-მუშაობს ან ცხოვრობს- და არ ახდენს ამაზე სათანადო რეაგირებას, ესეც ძალიან მწვავე პრობლემადაა ქცეული.

“ჩვენ ვმუშაობთ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით და შესაბამისად, ხშირად მოგვმართავენ, მათ შორის, მშობლებიც, ის ადამიანებიც, ვისაც უთითებენ, რომ კონკრეტული ბავშვები არიან ძალადობის მსხვერპლნი, მუშაობენ ან ცხოვრობენ ქუჩაში. ჩვენ სამართლებრივ მომსახურებას ვუწევთ ამ ადამიანებს და ვერმარებით სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში. თუმცა, მხოლოდ ჩვენი რესურსი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ არის საკმ არისი,” – აღნიშნა იურისტმა.

“რეზონანსთან” საუბრისას თავხელიძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს როლზე მოცემულ საკითხში და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ეს პრობლემა პრიორიტეტული უნდა გახდეს, რათა საბოლოოდ შესაძლებელი იყოს მისი აღმოფხვრა:

‘პირველ რიგში, ეს არის წმინდა პოლიტიკური ნება. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მკაცრი პოლიტიკა გაატაროს ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, მაშინ პრობლემა მოგვარდება. თუმცა, აქ არ არის მხოლოდ პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების სამუშაო, ეს პირველადია, რაც შეიძლება გაკეთდეს.

“მეორე საკითხი არის ამ ბავშვების რეაბილიტაცია, დახმარება და მათთან სოციალური მუშაობა. ფაქტია, ამას სჭირდება გარკვეული რესურსი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვების უფებებს, მათი ინტერესების დაცვას-სახელმწიფოს მხრიდან რაიმე კომპრომისი და გამართლება იმით, რომ რესურსი არ აქვს და არ არსებობს სოციალური მუშაკების საჭირო რაოდენობა, დაუშვებელია. ეს არ არის გასამართლებელი არგუმენტი. ბუნერბრივია, სახლმწიფომ ყველაპერი უნდა გააკეთოს ბავშვთა უფლებების დასაცავად,” – ამბობს იურისტი.

წყარო: http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=2&id_artc=53006

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s