PHR-ის იურისტების ვიზიტი რუსთავის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში

PHR-ის წარმომადგენლები განაგრძობენ ვიზიტებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მცხოვრები პირებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით. 20 ივლისს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და  ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლები რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში PHR-ის იურისტები დაწესებულების დირექტორს, პერსონალსა და მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, იურისტებმა დაწესებულებაში მცხოვრებ პირებს გააცნეს თანასწორობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციები. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქმედუნარიანობის რეფორმასა და დაწესებულებაში  ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ ვიზიტამდე, რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი თავად დაუკავშირდა PHR-ს რამდენიმე მაცხოვრებლის უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციის მიღების მიზნით. შეხვედრის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საკითხს, შეხვდნენ კონკრეტულ მაცხოვრებლებს და აღმოუჩინეს სამართლებრივი დახმარება.

იმ ფონზე, როდესაც უფლებადამცველებისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრები პირების კომუნიკაციის შეზღუდვა  ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს, რასაც მოწმობს ორგანიზაციის წარმომადგენლების უკანასკნელი ვიზიტები ხონისა[1] და სურამის[2] ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც PHR-ის იურისტებს არ მიეცათ მაცხოვრებლებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის შესაძლებლობა, დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი თანამშრომლობს ორგანიზაციასთან.


[1] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/07/23/%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91/

[2] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/07/24/phr-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0/

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s