PHR-ის იურისტებმა გრემში ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ტრენინგი ჩაატარეს

20 ივლისს, გრემში PHR-ის იურისტებმა სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთევან კოპალიანმა მხარდამჭერებთან ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ტრენინგი ჩაატარეს. შეხვედრა სათემო ორგანიზაციაში – საქველმოქმედო კავშირი „თემი“ გაიმართა.

ტრენინგის განმავლობაში ორგანიზაციის იურისტებმა ისაუბრეს მხარდამჭერის რეფორმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. იურისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროცედურებზე, თუ როგორ ხდება სასამართლოსთვის მიმართვა და მხარდაჭერის მიმღების სტატუსის მინიჭება, რა სპეციფიკურ რეგულაციას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ გარიგების დადებისას, როგორ წარიმართება მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთობა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან და ფინანსურ დაწესებულებებთან.

37673974_1888907881171323_5114473367046455296_n.jpgდისკუსიისას მხარდამჭერებმა ისაუბრეს იმ დაბრკოლებებზე, რომელთაც მხარდაჭერის მიმღები პირები აწყდებიან საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. მათ აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, მხარდამჭერის უფლება-მოვალეობებით აღჭურვილია ერთდროულად რამდენიმე პირი, ბანკისთვის რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მხარდამჭერის სახელზე უნდა გახსნას პლასტიკური ბარათი, რომელზეც მოხდება სოციალური დახმარების სახით გათვალისწინებული თანხის დარიცხვა. ორგანიზაციის იურისტებმა აღნიშნულის პასუხად განმარტეს, რომ მხარდამჭერის რეფორმის პრინციპების შესაბამისად, პლასტიკური ბარათი მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერის მიმღები პირის სახელზე უნდა გაიხსნას და არა – მხარდამჭერის სახელზე.

მხარდამჭერების შეკითხვები შეეხებოდა ფსიქოსოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების პროცედურასა და მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით სამართალწარმოების ვადებს. ასევე, მხარდამჭერების ინტერესი გამოიხატა დაგროვებითი ანაბრის განკარგვის საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს მხარდამჭერებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციის იურისტებს მიწოდებული ინფორმაციისთვის და გამოთქვეს სურვილი საიმისოდ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ჩატარდეს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s