ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრებ პირებს უფლებადამცველებთან შეხვედრა შეეზღუდათ

9 ივლისს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით შპს. „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ (ხონი, ქუტირი) იმყოფებოდნენ. PHR-ის წარმომადგენლებს არ მიეცათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამავე ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ცდილობს თავი აარიდოს დაწესებულებაში მცხოვრები პირებისა და უფლებადამცველების/იურისტების კომუნიკაციას. დაწესებულების მაცხოვრებლებთან PHR-ის წარმომადგენლების შეხვედრის ირიბი ხელშეშლის მსგავსი ფაქტი პირველად მიმდინარე წლის მარტის თვეში დაფიქსირდა[1]. ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციის პოლიტიკა იდენტური იყო. მათ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბარში გამოთქვეს მზადყოფნა უფლებადამცველებისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრები პირების შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მათ იურისტებს არ მისცეს შესაძლებლობა თავად შესულიყვნენ განყოფილებაში, შეხვედროდნენ იქ მცხოვრებ პირებს და სურვილის შემთხვევაში, გაეცათ სამართლებრივი კონსულტაციები.  დაწესებულების მაცხოვრებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება სამართლებრივი კონსულტაციის მიღებასთან დაკავშირებით კვლავაც განხორციელდა სოციალური მუშაკის საშუალებით, რომელმაც განყოფილებაში შესვლიდან რამდენიმე წუთში იურისტებს განუმარტა, რომ არცერთმა პირმა არ გამოთქვა სამართლებრივი დახმარების მიღების სურვილი.

პრობლემის სისტემურობასთან დაკავშირებით, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ უფლებადამცველებისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრები პირების კომუნიკაციის შეზღუდვა დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა და ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის პოლიტიკას. იურიდიული დახმარების მიღების უფლების შეზღუდვის ფაქტი დაფიქსირდა სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდანაც[2], სადაც ორგანიზაციის იურისტებს პირდაპირ ეთქვათ უარი დაწესებულებაში მცხოვრებ პირებთან შეხვედრაზე.

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრებ პირებთან შეხვედრის შეზღუდვის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, PHR-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს[3] და მოითხოვა მსგავსი ფაქტების შემდგომი პრევენცია, რათა  მათ მომავალში აღარ შეეზღუდოთ უფლებადამცველებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების მიღების უფლება.

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრებ პირებთან შეხვედრის შეზღუდვის გახშირებული ფაქტები მოწმობს, რომ სამინისტროს ამ დრომდე არ შეუსწავლია საკითხი პრობლემის მოგვარებისა და უფლებადამცველებთან შეხვედრის გარანტირების  მიზნით. ამასთან, საკითხისადმი მსგავსი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს პრიორიტეტს არ წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.


[1] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/04/18/phr-157/

[2] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/05/15/phrphrr-5/#_ftn1

[3] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/04/18/phr-157/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s