წიგნის პრეზენტაცია – ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?

პირველ ივნისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით წიგნის პრეზენტაცია – „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ – გაიმართა.  პრეზენტაციაზე PHR-ის ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა, რომელიც წიგნის ერთ-ერთი თანაავტორია, გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების შესახებ ისაუბრა თემაზე – მართლმსაჯულების სისტემა – საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის წართმევა თუ დაბრუნება – ქალებისათვის.

bioli„ქალები, რომლებიც სამართალწარმოების პროცესში თავს დამცირებულად გრძნობენ, მიიჩნევენ, რომ მათი ტრავმული გამოცდილება სისტემამ სათანადოდ არ შეაფასა. როდესაც სისტემას ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ქალებზე გადააქვს, ეს უკანასკნელნი, ხშირად, სამუდამოდ ამბობენ უარს სისტემასთან თანამშრომლობაზე. ისინი სამართალწარმოების რწმენას კარგავენ“[1], – ანა არგანაშვილი.

„რამდენად ადეკვატურია ქალების იძულება, მიმართონ სისტემას, საიდანაც, შესაძლოა კიდევ უფრო ღრმად ტრავმირებულები გამოვიდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ(…). ხომ არ არის დროული, ჩვენებაზე უარის თქმის ყოველ კონკრეტულ ფაქტში გამოვიკვლიოთ მიზეზები და სისტემის მხრიდან ძალადობისა და მეორადი ტრავმატიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, ამ სისტემის იმგვარი ცვლილება მოვითხოვოთ, რომელიც შესაძლებელს გახდის ძალადობაგამოვლილი ქალების გამოცდილების თავმოყრასა და ადეკვატურ შეფასებას“[2], – ანა არგანაშვილი.

წიგნი – „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ აერთიანებს 14 ავტორს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა – სხეულისა და სექსუალობის პოლიტიკა, კანონმდებლობა და ინსტიტუციური ჩარჩოები.  


[1] ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?/2017/კანონმდებლობა და ინსტიტუციური ჩარჩოები/გვ.152

[2] ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?/2017/კანონმდებლობა და ინსტიტუციური ჩარჩოები/გვ.156

34309119_1956484631092667_764740543623200768_n34485655_1956484077759389_2655214903408721920_nb

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s