პროკურატურა გენდერულ სტატისტიკას არ აწარმოებს – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისინფორმაციით, პროკურატურა გენდერულ სტატისტიკას არ აწარმოებს. ორგანიზაციის ცნობით, პროკურატურა სტატისტიკურად არ აღრიცხავს, თუ რამდენმა ქალმა შეცვალა ჩვენება ბოლო 5 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისას, რამდენი მათგანი გახდა განმეორებითი ძალადობის მსხვერპლი, ან რამდენი მათგანი ემსხვერპლა.

PHR-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ პროკურატურას სტამბოლის კონვენციის შესაბამისად სტატისტიკის წარმოების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ PHR-ის ადმინისტრაციული საჩივარი და განცხადება არ დააკმაყოფილა.

“განმარტეს, რომ ამ შინაარსის ინფორმაცია სცილდება სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მასშტაბს”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

PHR მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატისტიკის წარმოებისა და პრობლემების ანალიზის გარეშე, შეუძლებელია ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე საგამოძიებო პროცესის ეფექტურად წარმართვა და ძალადობის აღმოფხვრა.

ორგანიზაციამ მიმართა საქალაქო სასამართლოს დაავალოს საქართველოს პროკურატურას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება და გადმოცემა.

წყარო: ON.GE

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s