PHR-ის იურისტებმა „ხელი ხელს“ მხარდამჭერებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

2 მაისს PHR-ის იურისტებმა სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთი კოპალიანმა თბილისის სათემო სახლის – „ხელი ხელს“ მხარდამჭერებისთვის ტრენინგი ჩაატარეს და ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები გააცნეს. მათ ტრენინგის მონაწილეებს მხარდამჭერთა უფლება-მოვალეობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დისკუსიის რეჟიმში დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

იურისტები მხარდამჭერებს ესაუბრნენ, თუ რა პროცედურებთანაა დაკავშირებული მხარდაჭერის მიმღების სტატუსის მინიჭება, როგორ ხდება სასამართლოსთვის მიმართვა და ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარება. მხარდამჭერები გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან ურთიერთობა და რა ვალდებულებები აქვთ აღნიშნულ პროცესში თავად მხარდამჭერებს. ასევე, ორგანიზაციის იურისტებმა ისაუბრეს მხარდამჭერების მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ნაწილზე მხარდაჭერის მიმღები პირის ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობისას და გარიგების დადებისას.

ES

მხარდამჭერები დისკუსიის ნაწილში დაინტერესედნენ, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს მხარდამჭერი, როდესაც ზიანის თავიდან აცილებისა და დამოუკიდებლად მოქმედების ინტერესთა კონფლიქტს აქვს ადგილი, – გაითვალისწინოს მისი ნება და დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მისცეს მხარდაჭერის მიმღებ პირს, თუ უპირატესობა მიანიჭოს შესაძლო ზიანის თავიდან აცილების ინტერესს. ორგანიზაციის იურისტებმა განმარტეს, რომ მხარდამჭერებმა მსგავს სიტუაციებში უნდა იმოქმედონ კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებებისა და საჭიროებისა შესაბამისად, თანაბარზომიერების პრინციპის გათვალისწინებით ზიანის თავიდან აცილებისა და დამოუკიდებლად მოქმედების ინტერესს შორის.

ასევე, დისკუსიის ნაწილში გამოვლინდა პრობლემა საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. მხარდამჭერებმა აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი ბანკი მხარდამჭერთა სახელზე გასცემს საბანკო ბარათებს, რომელზეც ახორციელებს მხარდაჭერის მიმღების სოციალური გასაცემლის სახით არსებული საპენსიო თანხის დარიცხვას, მაშინ, როდესაც ქმედუნარიანობის რეფორმის არსის შესაბამისად, აღნიშნული თანხის დარიცხვა უნდა ხდებოდეს მხარდაჭერის მიმღების სახელზე გახსნილ საბანკო ბარათზე, რათა ამ პირმა შეძლოს ფინანსურ სფეროში ქმედუნარიანობის უფლების დამოუკიდებლად განხორციელება.

ტრენინგი გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოში“, ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” ფინანსური მზარდაჭერით.

31895151_1866415643379017_7068884542735515648_n.jpg

31948148_1785255761536536_812138222153891840_n.jpg

Leave a comment