PHR-ის მიმართვის საფუძველზე სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა

2017 წლის 10 აგვისტოს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სახალხო დამცველს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დისკრიმინაციულად ცნობის მოთხოვნით მიმართა. ორგანიზაცია დისკრიმინაციულად მიიჩნევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის ბრძანებას[1], რომლის თანახმადაც ბავშვები 4-14 წლის ასაკში თავსდებიან ბავშვთა განყოფილებაში, ხოლო 15-17 წლის ასაკის პაციენტები მოზარდთა განყოფილებაში. PHR-ი მიიჩნევს, რომ 15-17 წლის ასაკის პაციენტების მოთავსება მოზრდილთა განყოფილებაში არის დისკრიმინაციული შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს.

98PHR-ის პოზიციით, ვინაიდან ფსიქიატრიული დაწესებულება წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვის ადგილს, რომლის დატოვება ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ბავშვთა უფლებების კონვენციის ის ჩანაწერი, რომელიც ეხება თავისუფლების შეზღუდვის და აღკვეთის ადგილებს. ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ ბავშვის უფროსებისგან განცალკევებით მოთავსება სავალდებულოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისათვის.  ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებაში გაკეთებული გამონაკლისი კი, ცალსახად არღვევს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნების თანასწორობის უფლებას და არის დისკრიმინაციული.

PHR-ის განცხადების შესწავლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების პროცესში 15-დან 18-წლამდე არასრულწლოვნების ინტერესის საუკეთესო ინტერესის დასაცავად.

რეკომენდაცია ასახულია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში[2].


[1] „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი

[2] http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5139.pdf

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s