ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა

პირველ მარტს განხილულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოძალადის მიერ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი და ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის  მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა. ძალადობაგამოვლილი ქალის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი იცავდა.

V-tbilisis-sasamartlo.mpg_20171204_120921.572ძალადობაგამოვლილი ქალის დაცვის მიზნით გამოცემული შემაკავებელი ორდერი ითვალისწინებდა მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვას მის საცხოვრებელ ადგილას, სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება. სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო მოძალადის მხრიდან მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებული ტენდენციის მიხედვით, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლოს მიერ დამტკიცებულ და გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს საფუძვლად უძღვის ქალების მიმართ განხორციელებული ისეთი მძიმე ფორმის ძალადობა, როგორიცაა – ფიზიკური ძალადობა, ცემა, დაზიანება[1]. აღნიშნულ შემთხვევაში კი, შემაკავებელი ორდერი ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე გამოიცა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გზავნილია ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის, რათა მათ დროულად შეძლონ ძალადობის მძიმე ფორმების პრევენცია და სასამართლოს ფსიქოლოგიური ძალადობის, ღირსების შელახვის შემთხვევებზე შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართონ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ორგანიზაციის იურისტის პოზიცია და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღნიშნულ ფსიქოლოგიურ ძალადობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლის პატივისა და ღირსების შელახვა, დაშინება და სხვა ნეგატიური განწყობები.  მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ იხელმძღვანელა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოძალადის განმარტებით, რომლის მიხედვითაც მოძალადეს შესაძლოა წარმოადგენდეს ყოფილი მეუღლე ან პარტნიორი, რის საფუძველზეც ძალადობის ფაქტს მიენიჭა ოჯახში ძალადობის კვალიფიკაცია და ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

 

[1] გენდერი და სამართალი – 2016/გვ.125 – ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე -http://phr.ge/home/content?content_id=462

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s