PHR-მა სახალხო დამცველს ტრეფიკინგის ფონდის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით მიმართა

2018 წლის 12 იანვარს ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”  სახალხო დამცველს „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მიზნით მიმართა.

სახელმწიფო ინსტიტუციებში მოთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციის იურისტები რეგულარულად ახორციელებენ ვიზიტებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში და ისმენენ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა პრობლემებს.

ერთ-ერთი ვიზიტისას, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ადამიანებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა მამაკაცი მომვლელების პანსიონატში დასაქმების საჭიროება. მათი განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცებისთვის გარკვეულ უხერხულობასთან/უსიამოვნებასთან არის დაკავშირებული ქალი მომვლელების მხრიდან დახმარების მიღება, ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროების შესახებ 2017 წლის 11 დეკემბერს ორგანიზაციამ განცხადებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვა, რათა კაცი ბენეფიციარებისთვის შესაძლებელი გამხდარიყო მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისის მიწოდება ისე, რომ არ მომხდარიყო მათი პატივისა და ღირსების შელახვა.

განცხადების პასუხად, 2017 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ განცხადება გადაიგზავნა სსიპ „ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“, რომელმაც განაცხადა, რომ ფონდის მიერ ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომლების შერჩევა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსის  ჩატარების გზით, ვინაიდან მომვლელის პოზიციაზე აპლიკანტთა შორის მამაკაცები თითქმის არასდროს ფიქსირება, ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას, კონკურსის წესების მოთხოვნათა გვერდის ავლით ხელოვნურად გაზარდოს მამაკაცი მომვლელების რიცხვი პანსიონატში. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციით, ფონდის მხრიდან საკითხისადმი მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლითაც აკრძალულია ირიბი დისკრიმინაცია (ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული პრაქტიკის დაუშვებლობა).

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცებისთვის ქალი მომვლელების მხრიდან დახმარების მიღება, ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით, იწვევს მათი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფას,  რისი დაცვის უფლებაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. უნდა აღინიშნოს, რომ პატივი და ღირსება როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტების   უზენაესი ღირებულებაა.  

დისკრიმინაციის ნიშანთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს როგორც გენდერული, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის ნიშანი, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს მრავალი ნიშნით დისკრიმინაციასთან, ვინაიდან „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.4. მუხლის თანახმად, დისკრიმინაცია ორი ან მეტი ნიშნის გამო არის მრავალი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ორგანიზაციამ ომბუდმენს თანასწორობის უფლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა, რათა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“ სახალხო დამცველის რეკომენდაციით აღმოფხვრას დისკრიმინაციული პრაქტიკა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s