PHR-ის იურისტებმა ძევრის შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრებ ადამიანებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს

21 დეკემბერს PHR-ის იურისტები ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში იმყოფებოდნენ. იურისტებმა ინსტიტუციაში მცხოვრებ ადამიანებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს და იმ მექანიზმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მათ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შემთხვევაში დაიცავთ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე, პანსიონატში მცხოვრებ ადამიანებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით დაცული იმ უფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მათ თავიანთი უფლებების დაცვაში დაეხმარებათ.

wcms_567718ორგანიზაცია მხარს უჭერს დეინსტიტუციონალიზაციას სახელმწიფოში და მიაჩნია, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფალი განვითარების უფლებასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას. ინსტიტუციებში განთავსება მხოლოდ მაშინ იქნება უკანასკნელი დასაშვები ზომა, თუ ის იქნება ერთადერთი გამოსავალი  და მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება რეგულარულად გადაიხედება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მნიშვნელობიდან და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებზე ხაზგასმის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციამ ცალკე გამოყო აღნიშნული საკითხი კონვენციის მე-19 მუხლში[1]. 2017 წლის 29 აგვისტოს კი, უფრო ზუსტი განმარტების მიზნით, თავისი მეხუთე ზოგადი კომენტარი გამოსცა[2].

კომიტეტის მოსაზრებით, სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული სტრუქტურული რეფორმის განხორციელებისკენ, რაც გამოიწვევს ყველა სახის ინსტიტუციის დახურვას. ზოგადი კომენტარი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვის უფლებაზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ დაუშვებელია დისკრიმინაცია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის. მიდგომა, რომ ზოგიერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება და ინსტიტუცია, შესაძლოა, მათთვის საცხოვრებლად საუკეთესო გარემოა, არ უნდა იყოს გაზიარებული.

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289

[2] http://www.ohchr.org/EN/HRBodies/CRPD/Pages/CRPDIndex.aspx

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s