PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად ძალადობის შემსწრე ბავშვს მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა

სტამბოლის კონვენციის[1] საფუძველზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემსწრე ბავშვს მსხვერპლის სტატუსი პირველად მიენიჭა.

2017 წლის 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და დამცავი ორდერი გამოსცა   გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურ ძალადობის მსხვერპლების  რ.ჭ.-ს, დედის ბ.ღ.-სა და აღნიშნული ძალადობრივი ფაქტის შემსწრე რ.ჭ.-ს  4 წლის შვილის  კ.ც.-ს დაცვის მიზნით.

f50fd858d9e525c20e79657756a245a5_2014საქმე შეეხებოდა 2015 წლიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით მეზობლის მხრიდან ქალთა მიმართ განხორციელებულ ადევნებას, რაც გამოიხატებოდა ბავშვის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრების მიმართ სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობაში. რამაც რ.ჭ. აიძულა, ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეეცვალა, კერძოდ, ნებაყოფლობით დაეტოვებინა სამსახური და ასევე, დღის საათებში ოჯახი გარიდებოდა საცხოვრებლის ეზოს, ხოლო ბავშვი უარს აცხადებდა ეზოში თამაშზე და სახლში დარჩენას ითხოვდა.

სტამბოლის კონვენციის 56-ე მუხლის მე-2 პარაგრაფი სახელმწიფოს ავალდებულებს ქალის მიმართ ძალადობის მოწმე ბავშვის დაცვის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას. აღნიშნული კონვენციის საფუძველზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატა ჩანაწერია, სადაც ნათქვამია, რომ „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტულია, ვინაიდან სასამართლომ ძალადობის მოწმე ბავშვს, რომლის მიმართაც, უშუალოდ, არ განხორციელებულა ძალადობრივი ქმედება, მაგრამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შემსწრე გახდა, მსხვერპლის სტატუსი პირველად მიანიჭა.


[1] „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s