სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდი დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას იყენებს                           

2017 წლის 7 აგვისტოს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დისკრიმინაციის ხელშემწყობი ჩანაწერის განხილვისა და შეფასების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემულია სტატისტიკური ინფორმაცია, სადაც მე-7 პუნქტში – „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ ასახულია რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნები და სტატისტიკური მონაცემები წლების მიხედვით. აღნიშნული პუნქტის 2017 წლის სტატისტიკური მონაცემების 7.1 პუნქტი გვაწვდის ინფორმაციას მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართული ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დოკუმენტში ბავშვთა შესახებ მონაცემები დაყოფილია ორ კატეგორიად: „ჯანმრთელი ბავშვი“ და „შშმ ბავშვი“. მსგავსი დაყოფა ასევე მოცემულია სტატისტიკის სხვა პუნქტებში.

ბავშვების დაყოფა ჯანმრთელ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად, ამყარებს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს, ქმნის ვარაუდს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არა მდგომარეობა, არამედ დაავადებაა, ხოლო შშმ პირები კი “დაავადებულები”. აღნიშნული ჩანაწერი ხელს უწყობს დისკრიმინაციას, საზოგადოებაში დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამყარებას და კვლავწარმოებას.

საზოგადოების “ჯანმრთელებად” და “არაჯანმრთელებად” დაყოფამ, შესაძლოა, გააძლიეროს საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, მით უფრო მაშინ, როდესაც ამგვარი ინფორმაცია გამოქვეყნებულია იმ სახელმწიფო უწყების, კერძოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომელიც უშუალოდ ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულ ინტეგრაციას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s