PHR-ის იურისტებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 აგვისტოს PHR-ის იურისტებისთვის ფსიქიატრმა ეკა ბერძენიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს  ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხების შესახებ ორგანიზაციის იურისტების ინფორმირებულობის გაზრდა  წარმოადგენდა. 


აღნიშნული ხელს შეუწყობს იურისტების მხრიდან ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების მეტად ეფექტურად დაცვასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისაკენ მიმართული სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელებას.შეხვედრის მაღალ მნიშვნელობას განაპირობებს PHR-ის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში ორგანიზაციის იურისტების ხშირი საკონსულტაციო ვიზიტები და სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი პირებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.

აღნიშნული შეხვედრა დაკავშირებულია იურისტების პროფესიულ ზრდასთან, რადგან მიღებული ცოდნა მათ აძლევს საკითხების ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მხრიდან დანახვისა და კომუნიკაციის სწორად დამყარების შესაძლებლობას.


Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s