მშობლის შვებულება მამებს

TamarKuratishvili - Copy.jpg

შვილი რომ შემეძინა, სწავლის შეწყვეტა და 1 წლით აკადემიური შვებულებით სარგებლობა მომიწია. განათლების მიღების პროცესში ერთწლიანმა წყვეტამ განვითარებაში ხელი საგრძნობლად შემიშალა და გარკვეული პერიოდი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩვეულ სასწავლო გრაფიკს დავბრუნებოდი. ახლა ამაზე რომ ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება სულაც არ იყო სწორი, მაგრამ 2009 წელს მამის მიერ შვილის მოვლის მიზნით დეკრეტული შვებულებით სარგებლობის არცერთი შემთხვევა არ არსებობდა.

უკვე მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებები შევიდა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება შრომის კოდექსით განისაზღვრა, საზოგადოებაში გააქტიურდა მამის მიერ დეკრეტული შვებულების მოთხოვნის საკითხიც. თუმცა, არ გააქტიურებულან დეკრეტული შვებულების მსურველი მამები, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, შეიძლება თავად მამაკაცების სურვილის არ ქონა იყოს, ან მეორე მხრივ – დამსაქმებლის წინააღმდეგობა.

მაგალითად, 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე, რომელშიც საჯარო სამსახურში დასაქმებულ, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელს – დ.გ.-ს, მამას, რომელსაც შეეძინა ტყუპი ახალშობილი, არ დაუკმაყოფილდა განცხადება კუთვნილი დეკრეტული შვებულების მოთხოვნის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ არეგულირებდა მსგავს შემთხვევებს. ნაცვლად დეკრეტული შვებულებისა, გამგეობამ მამას დამატებითი შვებულებით სარგებლობის საშუალება მისცა. მამამ თავისი უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება ეწინააღმდეგება კანონის მიზანს და ვერ უზრუნველყოფს ამ თვალსაზრისით სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. მოსამართლის პოზიციით: – განსხვავებული მოპყრობა მოცემულ საქმეში არ შეიძლება იქნას აღქმული, როგორც პოზიტიური დისკრიმინაცია ქალების სასარგებლოდ, რადგან ნათლად ჩანს, რომ ის საზოგადოებაში ქალის არახელსაყრელი მდგომარეობის გამოსწორებისკენ არ არის მიმართული. პირიქით, აღნიშნულს გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნების შედეგი აქვს და უარყოფითია, როგორც ქალების კარიერაში, ასევე კაცების ოჯახურ ცხოვრებაში. საზოგადოებაში გენდერული როლების ტრადიციული გადანაწილება არ შეიძლება ამართლებდეს მამაკაცებისათვის, მათ შორის, დასაქმებული მამაკაცებისათვის ბავშვის მოვლის შვებულების უფლების ჩამორთმევას.

ამიტომ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, თბილისის ჩუღურეთის გამგეობას დაევალა, დაუყოვნებლივ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და მამისთვის მიეცა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება.

ასევე, საინტერესოა მოსამართლის მსჯელობა, რომელიც ამბობს, რომ გარკვეული შეზღუდვები ბავშვის მოვლის შვებულებასთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს გამართლებული, თუმცა, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული ხასიათის. სასამართლოს აზრით, განზოგადებული და ავტომატური აკრძალვა, რომელიც ვრცელდება პირთა ჯგუფზე მათი სქესიდან გამომდინარე, სცდება სახელმწიფოსათვის მინიჭებულ თავისუფალი შეფასების ფარგლებს.

„გენდერული სტერეოტიპები, როგორიცაა ქალების აღქმა პირველ რიგში ბავშვების მომვლელებად და მამაკაცებისა – უპირატესად ოჯახის მარჩენალებად, თავისთავად ვერ იქნება განხილული, როგორც საკმარისი გამართლება განსხვავებული მოპყრობისთვის. ისინი ისევე არ გამოდგება, როგორც სხვა მსგავსი სტერეოტიპები რასასთან, წარმოშობასთან, ფერთან ან სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს მოსამართლე გადაწყვეტილების დასაბუთებით ნაწილში.

ასევე, გენდერულ სტერეოტიპებზეა გამახვილებული ყურადღება მსჯელობაში, სადაც ვკითხულობთ, რომ გენდერული სტერეოტიპები და გენდერული როლების მკაცრი დაყოფა გავლენას ახდენს იმ სოციალურ მოდელზე, რომელიც აღიქვამს ქალს, როგორც ძირითადად პასუხისმგებელ პირს ოჯახურ და პირად ცხოვრებაზე (არაანაზღაურებადი ცხოვრების სფერო) და მამაკაცს – საჯარო და პროფესიულ ცხოვრებაზე (ანაზღაურებადი შრომის სფერო). მოსამართლე ამბობს, რომ „ასეთი დაყოფა განაპირობებს არათანასწორად გადანაწილებული საშინაო და ოჯახური პასუხისმგებლობის არსებობას, რაც არის ქალთა დისკრიმინაციის მთავარი მიზეზი“.

კაცებმა უნდა იცოდნენ, რომ მამაკაცისა და ქალის, როგორც მშობლების თანაბარი უფლებები, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ნებისმიერ საკითხში, რომელიც მათ შვილებს ეხებათ, ყველა შემთხვევაში, ბავშვის ინტერესი უმთავრესია. ამიტომ, თუკი, სამუშაო ადგილას დეკრეტული შვებულებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევათ, ასევე, უნდა იცოდნენ, რომ „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლით განსაზღვრულია:

  • დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
  • ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, 200 კალენდარული დღე.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s