გადაწყვეტილება საქმეზე – PHR-ი ნინი ობგაიძის წინააღმდეგ

 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე – PHR-ი ნინი ობგაიძის წინააღმდეგ, საბჭომ დაადგინა, რომ გადაცემის წამყვანმა დაარღვია ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპები.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა  ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR),  რომელიც მიიჩნევდა,  რომ 2017 წლის 23 მაისს ინტერნეტ გადაცემა „ბავშვების დროს“ ანონსით და შემდგომ უკვე 24 მაისს გამოქვეყნებულ გადაცემაში გამოყენებული ვიდეო კადრებით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის მე-8 და მე-10 პრინციპი. სადავო გადაცემის ავტორი ნინი ობგაიძეა. მასალა ვრცელდება სოციალური ქსელების FACEBOOK-ისა და YOUTUBE-ის  მეშვეობით. ანონსში მითითებული იყო, რომ გადაცემაში გამოყენებული ვიდეო კადრები მშობლის მოსაზრებით ასახავდა არასრულწლოვანის ბავშვის ონანიზმის ფაქტს.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით უპასუხა.

სამოტივაციო ნაწილი:

 

ქარტიის მე- 10 პრინციპის თანახმად, ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვისუფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვისინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიებიან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდაჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკისმოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ანსხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. თავდაპირველად საჭიროა აღინიშნოს, რომ ბავშვის სახე კადრებში დაფარული იყო, ასევე  ზუსტად არ იყო  დადგენილი თუ რა ქცევასთან გვქონდა საქმე ვიდეო კადრებში, კერძოდ ეს იყო ნამდვილად ონანაზმი, თუ სხვა ქცევა რომელიც ვიზუალურად შეიძლებდა გავდეს ონანიზმს. მაგრამ, ვინაიდან მასალას თან ერთვოდა დედის მოსაზრება, რომ სავარაუდოდ მისი აზრით სახეზე იყო ონანიზმი, შთაბეჭდილება და საფუძვლიანი ეჭვი შეიქმნა, რომ ვიდეო კადრები მართლაც ასახავდა ონანიზმს. გარეშე პირებისთვის რთული იყო ბავშვის იდენტიფიცირება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ჟურნალისტს ეთიკური მოვალეობის შესრულებისაგან, რომ არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. აღნიშნული ვიდეო კადრების მიმართ არ არსებობდა არავითარი ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი, მით უფრო რომ უცნობი იყო თუ რა ქცევას ასახავდა კადრები. ამიტომაც მისი გავრცელებით ჟურნალისტის მიერ ბავშვის ინტერესები დაცული არ ყოფილა.

იმისათვის მე-8 პრინციპი დარღვეულად ჩაითვალოს, აუცილებელი არ არის დადგინდეს რამდენად შესაძლებელი იყო ბავშვის იდენტიფიცირება და მომავალში გაიგებდა თუ არა, რომ მის შესახებ ასეთი კადრები გავრცელდა. მე-8 პრინციპი აწესებს უფრო მაღალ სტანდარტს და ჟურნალისტს სთხოვს ყველა შემთხვევაში იმოქმედოს ბავშვის ინტერესების დაცვით და დაიცვას ბალანსი არასრულწლოვნისა და საზოგადოების ობიექტური ინტერესს შორის. როდესაც ჟურნალისტი ავრცელებს ბავშვის სავარაუდო ონანიზმის ამსახველ ვიდეო მასალას, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ინფორმაციული ღირებულება, ეს მხოლოდ შეიძლება შეფასდეს როგორც მასალის სკანდალურობის ხარჯზე  გადაცემის ცნობადობის ამაღლების მცდელობა, რასთან მიმართებითაც ბავშვის ინტერესი ცალსახად უფრო მაღლა დგას. ამასთან საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მშობლის თანხმობა არ უხსნის ჟურნალისტს პასუხისმგებლობას და არ აძლევს საფუძველს უარი თქვას ეთიკური პრინციპების დაცვაზე. ბავშვთან დაკავშირებით ჟურნალისტს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ თავად შეაფასოს ჟურნალისტური პროდუქტის მიმართება არასრულწოვნის ინტერესებთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდეო კადრების გავრცელებით დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი.

 ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანისპირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაშითუ არარსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი

წინამდებარე საქმეში საბჭომ რელევანტურად ჩათვალა, რომ ემსჯელა მე-10 პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტზეც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია განიხილოს ვიდეო კადრების გავრცელება, როგორც ზოგადად პირის პირადი ცხოვრების ხელყოფა. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა რომ კადრების მიმართ არ არსებობს არავითარი ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი, ის არ აღწერს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას და დამატებით ინფორმაციას არ აწვდის მაყურებელს.  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროებას თან უნდა ახლდეს ლეგიტიმური მიზანი. აქვე აღსანიშნავია, რომ მიზანს ლეგიტიმურობას არ სძენს პირის ან პირის კანონიერი წარმომადგენელის თანხმობა ვიდეო კადრების გასაჯაროებაზე და მიზანი უნდა შეფასდეს ლოგიკური და გონივრული განსჯის შედეგად, იმ კრიტერიუმების [ობიექტური და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი] გათვალისწინებით, რომელიც ზემოთ აღინიშნა.  განსახილველ შემთხვევაში საბჭოს აზრით ცალსახაა ასეთი მიზნის არარსებობა. შესაბამისად ვიდეო კადრების გავრცელება წარმოადგენს პირად ცხოვრებაში დაუშვებელ შეჭრას, რაც თავის მხრივ არღვევს ქარტიის მე-10 პრინციპს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნინი ობგაიძემ დაარღვია ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპი.

 

საბჭოს გადაწყვეტილება – http://qartia.org.ge/1-phr/ 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s