PHR-ის წარმომადგენელი ბავშვთა კოდექსის შემუშავების ინიციატივის განხილვაში მონაწილეობდა

11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ღონისძიება – „ბავშვის უფლებათა კოდექსზე დიალოგის გახსნა და კანონმდებლობის ანალიზი” – გაიმართა. შეხვედრაზე ბავშვთა კოდექსის შემუშავების ინიციატივა განიხილებოდა. 

19894964_1723354971037847_7372140207323173843_n.jpgღონისძიებაზე პრეზენტაცია წარადგინა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, რომელმაც ბავშვთა უფლებების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები განიხილა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, PHR-ის წარმომადგენლები. იუნისეფის წარმომადგენელმა პრეზენტაციაზე, ასევე, ისაუბრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინადადებაზე, რომელიც ბავშვთა კოდექსის შემუშავებას ისახავს მიზნად. ბავშვთა კოდექსის შემუშავება, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ყველა იმ სამართლებრივი ნორმის გაერთიანებს, რაც საქართველოს კანონმდებლობაში ბავშვებს მიემართება.

PHR-ის წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გარანტიები კონსტიტუციაში ასახულიყო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვთა კოდექსზე მუშაობის დროს ყველა სამართლებრივი ნორმა გარანტირებულად ჩაიწეროს. ანამ, ასევე აღნიშნა, რომ თავად ბავშვები უნდა იყვნენ ჩართულები აღნიშნული კოდექსის შედგენის პროცესში, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ უპასუხა, რომ ბავშვები აუცილებლად მიიღებენ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას.

შეთავაზებული ინიციატივა გაიზიარეს სახელმწიფო უწყებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მიესალმნენ აღნიშნულ ინიციატივას. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ბავშვთა კოდექსის შემუშავების პროცესში.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s