ომბუდსმენი: შშმ პირთა მხარდამჭერის დანიშვნის პრაქტიკა დისკრიმინაციის წამახალისებელია

სახალხო დამცველის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერის დანიშვნის არსებული პრაქტიკა დისკრიმინაციის წამახალისებელია. ომბუდსმენმა 21 ივნისს, ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ზოგადი წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებელი დავობდა, რომ ერთი მხრივ, მისი ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისას, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ იგი ბლანკეტური მიდგომით შეაფასა და დასკვნაში მიუთითა, რომ მას მხარდამჭერი საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ესაჭიროებოდა, რაც მის საჭიროებებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მეორე მხრივ, სასამართლომ მხარდამჭერის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მიიღო. განმცხადებელის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი წარმოადგენდა.

ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ: “ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ფსიქოსოციალური საჭიროებების შესახებ დასკვნაში და ასევე სასამართლო გადაწყვეტილებაში, ნაჩვენები იყოს სავარაუდო მხარდამჭერის მიმღები პირისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას, მხარდამჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალურ საჭიროებებს ემყარება და გადაწყვეტილებას იღებს პირის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”.

ომბუდსმენის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რომ მხარდამჭერის მოდელის ნაცვლად მოხდება ნების სრული ჩანაცვლების გამოყენება და პირის ნების ავტონომიაში მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი ჩარევა, რაც ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენი სტანდარტს, მეორე მხრივ კი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში დაადგინოს სტანდარტი, რომლის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება მხარდასაჭერი სფეროები და ფარგლები განსაზღვროს პირის ინდივიდუალური ფსიქოსოციალური საჭიროებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე; ასევე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, რომ ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისას ინდივიდუალიზებული მიდგომა გამოიყენოს.

წყარო: http://liberali.ge/news/view/30279/ombudsmeni-shshm-pirta-mkhardamcheris-danishvnis-praqtika-diskriminatsiis-tsamakhalisebelia 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s