PHR-ის მიმართვა ჯანდაცვის მინისტრს მხარდაჭერის მიმღებ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე არაეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით

LOGO

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ეხმიანება მხარდაჭერის რეფორმის განხორციელების პროცესში სოციალური მომსახურების სააგენტოს უმოქმედობას, რაც  წარმოშობს მხარდაჭერის მიმღები პირების უფლების დარღვევის სერიოზულ რისკს, საფრთხეს უქმნის რეფორმის ეფექტურად განხორციელებას და როგორც მხარდაჭერის მიმღები პირების საქმეების ანალიზის შედეგად დგინდება, –  წარმოადგენს სისტემურ პრობლემას.

2016 წლის დეკემბერში, სამართლებრივი დახმარების მიზნით, PHR-ს მიმართა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფმა პირმა და მიაწოდა ინფორმაცია მხარდამჭერის მხრიდან მისი უფლება-მოვალეობების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, მხარდამჭერმა თვითნებურად შეცვალა მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი ბინის კარის საკეტი და  შედეგად,  მესაკუთრე ვეღარ ახერხებს საკუთარი ბინით სარგებლობას. ამასთან, მხარდამჭერმა მიისაკუთრა მხარდაჭერის მიმღები პირის პირადობის მოწმობა, რის გამოც, იგი  მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივი გზით დაიცვას საკუთარი უფლებები.

ფსიქიატრიული დაწესებულების  დასკვნის საფუძველზე, მხარდაჭერის მიმღებ პირს ამოეწურა დაწესებულებაში დასაყოვნებლად საჭირო  კრიტერიუმები და შესაბამისად, აღარ საჭიროებდა დაწესებულებაში დარჩენას. თუმცა, აღნიშნული დაწესებულებიდან მისი გაწერა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ  მას საკუთარ სახლში შესვლა არ შეეძლო და ქუჩაში მოუწევდა ცხოვრება.

აღნიშნული პრობლემის შესახებ,  დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა კანონის  გათვალისწინებით, მოეხდინა  რეაგირება. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დღემდე არ განუხორციელებია ეფექტური და დროული ღონისძიებები მხარდაჭერის მიმღები პირის დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. კვლავ გრძელდება მხარდაჭერის მიმღები პირის ინსტიტუციონალიზაცია, არ ეძლევა საკუთარი პირადობის მოწმობით სარგებლობის შესაძლებლობა, – რაც, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

მხარდაჭერის რეფორმის თანახმად, სოციალური მუშაკი, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის უფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს. იგი არა მხოლოდ მონიტორინგის საშუალებით ამოწმებს მხარდამჭერების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, არამედ – აკვირდება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა გაძლიერებას მხარდაჭერის მიღების პროცესში. კანონმდებლობით მხარდაჭერის რეფორმის განხორციელების პროცესში სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, 2016 წლიდან დღემდე ვერ მოხერხდა მხარდაჭერის მიმღები პირის უფლების დარღვევის უმძიმესი შემთხვევების აღმოფხვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან.

მხარდაჭერის რეფორმის განხორციელებისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, PHR-ი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

🔘 მხარდაჭერის რეფორმის შემდგომი ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, დეტალურად შეისწავლოს ყველა ანალოგიური საქმე, სადაც იკვეთება მხარდამჭერის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაკეთილსინდისიერად შესრულება, შეიმუშაოს და განახორციელოს დროული და მხარდაჭერის მიმღები პირების ინტერესებზე მორგებული მონიტორინგის სისტემა. დაიხვეწოს მონიტორინგის განხორციელების პროცესში უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირისა და ყველა იმ დაწესებულების ჩართვის მექანიზმი, რაც გამოიყენება, უშუალოდ, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთან მიმართებით. 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s