PHR-მა სათემო სახლის – „თემი ქედელის“ მაცხოვრებლებს სამართლებრივი დახმარება გაუწია

2017 წლის 19 ივნისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც PHR-ის იურისტი სათემო სახლის – „თემი ქედელის“ ინტერესებს წარმოადგენდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის იურისტის პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილებით, „თემი ქედელის“ სათემო მომსახურებაში ჩართულ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე სამ ადამიანს მხარდაჭერის სფეროები მათი სურვილის შესაბამისად განესაზღვრა.

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს შეეძლებათ – წვრილმანი გარიგების დადება, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, პენსიის განკარგვა, საქმის წარმოება სოციალური მომსახურების სააგენტოში, საბანკო მომსახურებით სარგებლობა, იუსტიციის სახლთან ურთიერთობა – აიდი ბარათის აღება და ასევე, მათ მიენიჭათ უფლება, – სრული მოცულობითა და საკუთარი შეხედულებით მიიღონ და განკარგონ საანაბრე ანგარიშზე წლების განმავლობაში დარიცხული თანხა. აღნიშნულ სფეროებში ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს მხარდამჭერები გაუწევენ დახმარებას.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s