გადაცემა “ბავშვების დროს” წინააღმდეგ ქარტიამ PHR-ის განცხადება მიიღო

18581801_468655100139807_4736948143057613976_n-300x169საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადება ნინი ობგაიძის წინააღმდეგ. გადაცემა “ბავშვების დრო” სოციალური ქსელის, Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა და ეძღვნებოდა “ბავშვთა ონანიზმის” თემას. განმცხადების თანახმად, გადაცემის მსვლელობისას გაუშვეს ვიდეო “კადრში ჩანს ბავშვის გარკვეული ქცევა, რომელიც წამყვანის გადმოცემით არის ონანიზმი”.

PHR მიიჩნევს, რომ “ჟურნალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის პირადი ცხოვრების დარღვევის ფაქტს, არ არსებობდა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გამოყენებას. ამ კადრების გაშვება, გადაცემაში განხილული საკითხის ანალიზისა და წარმოჩენისთვის, საჭიროებას არ წარმოადგენდა.”

აქედან გამომდინარე განმცხადებელი ფიქრობს, რომ დარღვეულია ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუებლობა) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s