PHR-ის წარმომადგენლებმა ჩოხატაურში ბავშვებთან მართლმსაჯულების სისტემაში მათი უფლებების შესახებ სემინარი გამართეს

იუნისეფი.jpg2017 წლის 9 ივნისს ჩოხატაურში სემინარი-დისკუსია – ,,არასრულწლოვანთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მექანიზმების შესახებ“ – გაიმართა.

სემინარები ტარდება ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში.

IMG_8288.JPG

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არასრულწლოვანთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ. სემინარის განმავლობაში, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბავშვებს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია შეტყობინების იმ პროცედურების შესახებ, რასაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმი ითვალისწინებს. ბავშვებს განემარტათ, რომ მე-3 დამატებითი ოქმი აძლევს მათ საშუალებას, თავად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიმართონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს საკუთარი დარღვეული უფლების დაცვის მიზნით.

პროექტი ითვალისწინებს ინტერაქტიული სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობას ბავშვებისათვის თბილისსა და საქართველოს რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი.

 

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s