PHR-მა დისკრიმინაციის თაობაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

დღეს, 5 ივნისს, ორგანიზაციამ  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ანგარიშის – „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ – პრეზენტაცია გამართა.

IMG_7909.JPGღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელმა ვანო ჩხიკვაძემ, რომელმაც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათ მიერ მომზადებული ანგარიშების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა – ქეთი შუბაშვილმა. მომხსენებელმა, რატი იონათამიშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდა, სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად იგეგმება.

IMG_7953 - Copy.JPG

PHR-ის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ მოწეულ სტუმრებს ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიში გააცნო, რომლის მიზანსაც ორგანიზაციის ერთწლიანი მუშაობის გაანალიზების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების პოზიტიური მაგალითების განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნულ დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია ის ხარვეზები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციისგან დაცვას ნაკლებეფექტურს ხდის. ანგარიში დაინტერესებულ პირებს სთავაზობს რეკომენდაციებს საკანონმდებლო მოწესრიგებისა და აღმასრულებელი მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ.

IMG_7930 - Copy.JPG

ღონისძიების ბოლოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა, მარი კორკოტაძემ პირად მაგალითზე განიხილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დისკრიმინაციისა და გონივრული მისადაგების აუცილებლობის საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში.

ანგარიში მომზადდა პროექტის – “ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვებისთვის საქართველოში” – ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

This slideshow requires JavaScript.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s