PHR-ის იურისტებმა სემინარი – „მასწავლებლის როლი ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში“ გამართეს

2017 წლის 30 მაისს ქალაქ ქუთაისში ორგანიზაციის  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა ანა თავხელიძემ და მარიამ ქევხიშვილმა სკოლის მასწავლებლებთან სემინარი თემაზე – „მასწავლებლის როლი ძალადობაგამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში“ გამართეს. სემინარში მონაწილეობა ქ. ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლის მასწავლებლებმა მიიღეს.

IMG_7805

შეხვედრაზე იურისტებმა ისაუბრეს როგორც ძალადობის ფორმებზე, ისე ოჯახში ძალადობის საკითხზე, მის მახასიათებლებზე,  ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს იმის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როდის შეიძლება გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ უნდა დაამყარონ ასეთ დროს ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობა და რა საშუალებებს მიმართონ.

იურისტებმა, მასწავლებლებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება გააცნეს, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საფუძველზე შევიდა.

nn.jpg

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქალთა მიმართ ძალადობის ფორმების, თავშესაფარში არსებული პირობების, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების, მასწავლებლის მიერ სავალდებულო შეტყობინებისა და ძალადობის პრევენციისას მასწავლებლის როლის შესახებ.

IMG_7857.JPG

სემინარის განმავლობაში მასწავლებლებმა ისაუბრეს იმერეთის რეგიონში არსებულ პრობლემებზე ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მშობლების არაინფორმირებულობის მიმართულებით.

mariami.jpg

სამუშაო შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სამუშაო შეხვედრის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაციაპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”. ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის, აშშის მთავრობის ან აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

logoss

This slideshow requires JavaScript.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s