სახალხო დამცველმა შშმ ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2017 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ მთავრობის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს.

2015 წლის ოქტომბრამდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ირიცხებოდა ერთ-ერთ სპეციალიზებულ დღის ცენტრში, თუმცა, ქცევის დარღვევის გამო, ბავშვი დღის ცენტრის მომსახურებიდან ამოირიცხა. ამჟამად, ბავშვი დარჩენილია ყოველგვარი თერაპიული თუ აბილიტაციის სერვისის გარეშე, რამაც, უფრო მეტად დაამძიმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, – განუვითარდა იმპულსური ქცევები, აღენიშნება თვითდაზიანების მიყენების გამოხატული საფრთხე და, ხშირად, აუცილებელი ხდება ბავშვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირება. სახელმწიფოს მხრიდან დიისკრიმინაციის და შესაბამისი სერვისის არქონის გამო, ბავშვი იზოლირებულია საზოგადოებისგან. მის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ემუქრება ყოველწუთიერი საფრთხე.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ბავშვის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენასა და მისი შედეგების აღმოფხვრას საქართველოს მთავრობისგან სასამართლოს გზით ითხოვს. ორგანიზაციის მიმართვით, საქართველოს სახალხო დამცველმა, სასამართლოს წინაშე წარადგინა სასამართლოს მეგობრის პოზიცია. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესზე მთავრობის მხრიდან ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის დადგენას მოითხოვს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s