შეზღუდული ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

2017 წლის 1 მაისს,  ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა.    

18679225_120332001002738059_905084923_n

2017 წლის 30 იანვარს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორმა პირმა, რომლებსაც მხედველობის პრობლემა აქვთ, PHR-ს ბანკებში უსინათლო პირებისათვის მომსახურების შეზღუდვასა და სერვისის დამოუკიდებლად მიღებასთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციისთვის მიმართა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გადაწყვეტილი ჰქონდათ, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, თავად შეეტანათ საქმე სასამართლოში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ უსინათლო მოქალაქეებისთვის სრულიად შეუძლებელია როგორც სასარჩელო, ისე სასამართლოს დანარჩენი ოფიციალური ფორმების გამოყენება, რაც დაკავშირებულია სასამართლოში სარჩელის აღძვრასა და შემდგომი – წარმოებასთან.

კერძოდ, ელექტრონული ფორმების გამოყენება უსინათლო პირებისთვის ხელმისაწვდომი წამკითხველი პროგრამის დახმარებით შეუძლებელი აღმოჩნდა, – პროგრამას გაუჭირდა ფორმის წაკითხვა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მოსარჩელეებმა, 2017 წლის 9 მარტს, განცხადებით მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც განცხადებაზე მოსარჩელეებს კანონით დადგენილი ერთი თვის განმავლობაში პასუხი არ გასცა. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დამტკიცებულია სარჩელის, შესაგებლის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ფორმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. რადგანაც, აღნიშნული ფორმები სასამარლოსთვის მიმართვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, ხელმისაწვდომი  უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. თუმცა, როგორც ამ კონკრეტულმა შემთხვევამ გვიჩვენა, შეზღუდული მართლმსაჯულების წინაშე აღმოჩნდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რადგან მათ ვერ შეძლეს საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის თავად მიემართათ, მაშინ, როცა შეზღუდვის არ მქონე ნებისმიერი პირისთვის ეს ხელმისაწვდომი შესაძლებლობაა.

მოსარჩელეები სარჩელით მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დადგინდეს მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s