ანა არგანაშვილი: ბავშვები არ უნდა გარბოდნენ “დიდობაში” ძალადობის ტრავმებისგან თავდასახსნელად

ბავშვს რომელიც ოჯახში ძალადობის მოწმეა, მსხვერპლის სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული ცვლილება სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტში აისახა. დღემდე საქართველოს კანონმდებლობით, ძალადობის შემსწრე მოწმე ბავშვი არ იყო მიჩნეული ძალადობის მსხვერპლად, შესაბამსად, მის მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები არ ხორციელდებოდა. ინიციატივა ძალადობის მოწმე ბავშვებისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის საჭირო კონონპროექტის განხილვისას, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ დააყენა, რომელზეც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო დაფიქრდებოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი იმ პრობლემებზე წერს, რომლის წინაშეც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დგანან. ანა არგანაშვილი მიუთითებს, რომ ოჯახში ძალადობა ბავშვებს დიდობაში გაქცევას აიძულებს, თუმცა ბლოგი ცნობილი ფსიქიატრის ჯუდის ჰერმანის სიტყვებით იწყება, სადაც ჰერმანი ამბობს, რომ ეს ადამიანები თავის ბავშვობის პატიმრებად რჩებიან. ახალი ცხოვრების დაწყების ყოველი ახალი მცდელობის დროს კი ხელახლა შეეჩეხებიან ტრავმას, რომელიც ერთხელ უკვე გადაიტანეს“. (“ტრავმა და ტრავმისგან განკურნება”) .

ბლოგში ანა არგანაშვილი მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ქცევის მნიშვნელოვანი დარღვევები ეწყებათ და იტანჯებიან დაბალი თვითშეფასებით. მნიშვნელოვნად იზრდება თავად ბავშვების მხრიდან აგრესიული ქცევის განხორციელების რისკიც.  ძალადობის მოწმედ ყოფნის შედეგები ბავშვებში გამოვლინდა ღამის კოშმარებში, კვების დარღვევაში, თვით-დაზიანების მიყენებაში, აკადემიური მოსწრების გაუარესებაში, თვითიზოლაციასა და ჩაკეტვაში. ამასთან, ოჯახში ჩადენილი ძალადობის გამო ბავშვები პასუხისმგებლობას განიცდიან. 

წყარო: http://www.ipress.ge/new/71385-ana-arganashvili-bavshvebi-ar-unda-garbodnen-didobashi-dzaladobis-travmebisgan-tavdasakhsnelad

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s