PHR-ის იურისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სამედიცინო დარგის პროფესიონალების პოტენციალი ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაში გამოუყენებელი იყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა, ექიმებისა და სხვა სამედიცინო დარგის სპეციალისტებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა დავასახელოთ.

cover2

PHR-მა გადაწყვიტა, შეევსო ეს ხარვეზი, და 2017 წლიდან დაიწყო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. პირველი სამუშაო შეხვედრა ბაღდათის „ჯეოჰოსპიტალის“ თანამშრომლებისთვის გაიმართა, რომელსაც სამედიცინო დარგის ყველა ის წარმომადგენელი დაესწრო, ვისაც, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჰქონოდა ან ჰქონდეს შეხება, მათ შორის – ქირურგები, თერაპევტები, ოჯახის ექიმები და სხვა.

შეხვედრის ძირითად მიზანს ადგილობრივ თემში ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტისათვის სპეციფიკური მახასიათებლის განხილვა წარმოადგენდა. ასევე, ექიმებისთვის ძალადობის მსხვერპლთან პირველი შეხვედრისა და ძალადობის იდენტიფიცირების შესაძლებლობის გაანალიზება. კანონით გათვალისწინებული რეაგირება სამედიცინო დარგის მუშაკების მხრიდან, რაც, უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლის უსაფრთხოებაზე, პიროვნებისა და ღირსების დაცვაზე, მის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

logossსამუშაო შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სამუშაო შეხვედრის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”. ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

18341993_10155271188061112_8159985459574654268_n.jpg

18341730_10155271188046112_8234422311643237072_n.jpg

cover.jpg

18425336_10155271187691112_2026883688978839902_n.jpg

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s