ბავშვის თანხმობა შვილად აყვანაზე და მისი აზრის გათვალისწინება – რა შეცვალა ახალმა კანონმა

შვილად აყვანის შესახებ კანონში არაერთი ცვლილება შევიდა. კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, ყველა ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ გასაშვილებელი ბავშვი სტაბილურ ოჯახში შევიდეს, სადაც  მასზე მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით იზრუნებენ.

მაგალითად, კანონით სავალდებულო გახდა მშვილებელი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მოსამზადებელი კურსის გავლა, სადაც ისინი ბავშვზე ზრუნვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ცვლილებებით განისაზღვრა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა. ასევე გაუქმდა გაშვილების პირდაპირი წესი, როდესაც მშობელი თვითონ ირჩევდა მშვილებელს.

კანონში ცვლილებების განხილვის ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან არაერთი შენიშვნა გამოითქვა. საკანონმდებლო ორგანომ შენიშვნების ნაწილი გაიზიარა, ნაწილი – არა.

რაც შეეხება ბავშვებს, რომელთა გაშვილებაც ჩვილობის ასაკში ხდება, ანა აბაშიძის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში კანონში უნდა გაჩნდეს ვალდებულება, რომელიც იტყვის, კონკრეტულად რა ასაკში, რა ვითარებაში მიიღებს ბავშვი ინფორმაციას.

„მთავარი ჩვენთვის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესია. სწორედ ამ ნაწილში არ თანხმდება სახელმწიფოსა და ჩვენი პოზიციები. სახელმწიფოს ჰგონია, რომ დღესაც ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესია, რომ ბავშვისგან დაფარული იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის შვილად აყვანილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არსებითი შეცდომა, როცა ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესად მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტის დამალვას ვასაღებთ. ბავშვთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს აუცილებელია, რომ ბავშვი იყოს ჩართული და მოსმენილი იყოს მისი მოსაზრება. ბავშვს აქვს უფლება, იცოდეს მისი წარმომავლობა და ბიოლოგიური ოჯახის”, – ამბობს ანა აბაშიძე.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბავშვმა არა მხოლოდ უნდა იცოდეს გაშვილების შესახებ ინფორმაცია, არამედ მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ამ პროცესის წარმართვაში.

„ამავე დროს კონვენცია ადგენს, რომ ბავშვს აქვს უფლება, შენარჩუნებული იყოს მისი იდენტობა, წარმომავლობა, ნათესაური კავშირები და ა.შ. ბავშვები, რომელთაც არ ჰქონდათ გაშვილების შესახებ ინფორმაცია, ამ ინფორმაციის მოუმზადებლად გაგების შემთხვევაში გახდნენ უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესისა და ბულინგის მსხვერპლი, რაც ფატალურადაც კი დასრულებულა. ჩვენი ორგანიზაციის აზრით, გაშვილების დროს ბავშვს ცალსახად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და, უფრო მეტიც, შეეძლოს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მის მიზანშეწონილობაზე”, – ამბობს ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი იურისტი ანა არგანაშვილი.

წყარო: http://liberali.ge/articles/view/29195/bavshvis-tankhmoba-shvilad-ayvanaze-da-misi-azris-gatvalistsineba–ra-shetsvala-akhalma-kanonma

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s