PHR-მა შშმ პირის მიმართ, ბანკის მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

2017 წლის 27 აპრილს, ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ერთ-ერთი ბანკის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

2017 წლის 27 იანვარს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომელიც არის უსინათლო, მეუღლესთან ერთად, რომელიც მცირემხედველია, საბანკო მომსახურების მიღების მიზნით, ბანკს მიმართა. მოსარჩელეს სურდა, საბანკო მომსახურების მიღება, რაც მოითხოვს ხელშეკრულების პირობების გაცნობასა და ხელმოწერას. რადგან იგი თავად ვერ შეძლებდა ხელშეკრულების წაკითხვას, დახმარება ბანკის ოპერატორს სთხოვა, რომელმაც განუმარტა, რომ იგი არ იყო ვალდებული, მომხმარებლისთვის ტექსტი წაეკითხა და შესთავაზა, მის თანმხლებ პირს წაეკითხა ხელშეკრულება. მოსარჩელის მეუღლე მცირემხედველია, რის გამოც, მისთვის ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა ტექსტის წაკითხვა.

ბანკის ფილიალის დირექტორთან გასაუბრებისას მას განუმარტეს, რომ საბანკო მომსახურების მიღებისას შშმ პირს უნდა ახლდეს სხვა პირი ვისი დახმარებითაც შეძლებს მომსახურების მიღებას. მოსარჩელემ უარი თქვა მომსახურების გაწევისას მესამე პირის ჩართვაზე, რის შემდეგაც განემარტა, რომ თანმხლები პირის დახმარების გარეშე ვერ მიიღებდა ბანკში ვერანაირ მომსახურებას, ამიტომ მოუწია ბანკის დატოვება სერვისის მიღების გარეშე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბანკი ვალდებული იყო სხვების თანასწორად და მესამე პირების სავალდებულო ჩართვის გარეშე, მიეწოდებინა საბანკი მომსახურება მოქალაქისთვის. მაშასადამე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბანკის მხრიდან დაირღვა კონსტიტუციის მე-14 მუხლით, კონვენციით გათვალისწინებული მე-5 მუხლითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლება, რომლის თანახმადაც, აკრძალულია პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რომელიც იწვევს პირის უფლებებში არალეგიტიმურ, არაპროპორციულ ჩარევას და რომელიც არ არის გონივრული მიზეზით გამართლებული.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s