PHR|დებატები ▶ „ქალთა, შშმ პირთა და ბავშვთა შრომა: პრობლემები და გამოწვევები“

2017 წლის 1 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით საჯარო დებატები – „ქალთა, შშმ პირთა და ბავშვთა შრომა: პრობლემები და გამოწვევები“- გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი უძღვებოდა.

cover (2)

დებატების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა მოწყვლადი ჯგუფებისთვის შრომის სფეროში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და განსახორციელებელი ღონისძიებები, შრომის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არასაკმარისი და არაეფექტურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებული სახელმწიფო პროგრამები, რაზეც დასაქმებულთა დაბალი რაოდენობაც მეტყველებს. 2016 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში 52,ხოლო კერძო სექტორში 32 შშმ პირია დასაქმებული.

COVERსახალხო დამცველის მოადგილემ ქალთა შრომით დისკრიმინაციაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებზე. აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები კონკურსში მონაწილე პირებს ასაკსა და გარეგნობასთან დაკავშირებით კრიტერიუმებს უწესებენ. დასაქმების ადგილზე ხშირია სექსუალური და სქესის ნიშნით შევიწროება, ორსულობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურში არ მიღება თუ სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა. საგანგაშოა თვითდასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობაც.

დებატებზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი თამარ მახარაძე და ორგანიზაცია „ქალთა მზერის“ წარმომადგენელი გვანცა ხონელიძე.

იხილეთ: http://www.ombudsman.ge/ge/sadjaro-debatebi/sadjaro-debatebi-temaze-qalta-shshm-pirta-da-bavshvta-shroma-problemebi-da-gamowvevebi.page 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s