PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სათემო სახლში მცხოვრები 23 ადამიანი მიმდინარე სოციალური პაკეტის მიღებას შეძლებს

13076689_1044414062300661_5735319086304663629_n

PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში მდებარე საქველმოქმედო კავშირში – “თემი“ მცხოვრები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე 23 პირი მიმდინარე სოციალური პაკეტის მიღებასა და თანხის განკარგვას შეძლებს. 2017 წლის 24 აპრილს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია სათემო მომსახურებაში ჩართული ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე 23 ადამიანისთვის დროებითი მხარდამჭერის დანიშვნისა და მიმდინარე სოციალური პაკეტის (პენსია) მიღებასთან დაკავშირებით.

დღემდე სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს არ ეძლეოდათ სოციალური პაკეტის მიღებისა და კუთვნილი თანხის განკარგვის შესაძლებლობა.

Leave a comment