PHR|თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში – 2016 წლის ანგარიში

2017 წლის 21 აპრილს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით, კონფერენცია – „თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში” გაიმართა. კონფერენცია „კოალიცია თანასწორობისათვის” თანამშრომლობით ჩატარდა.

13.jpg„კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელშეწყობით შეიქმნა და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”, “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, „იდენტობა”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, კავშირი „საფარი”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”.

კონფერენცია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა. შეხვედრაზე კოალიციის წევრებმა და მათმა ბენეფიციარებმა ისაუბრეს, როგორ ხორციელდება დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება ცალკეული ჯგუფებისთვის საქართველოში და ამასთან, შეაჯამეს თანასწორობის კუთხით 2016 წელს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში, ასევე, შევიდა კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის.

10.jpgკოალიციის წევრები თვლიან, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ შეუმუშავებია თანასწორობის მხარდამჭერი სისტემური პოზიტიური პოლიტიკა; თანასწორობის მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება და პრევენცია; დისკრიმინაციული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების პრობლემა კი საზოგადოებაში დაუსჯელობასა და მტრობაზე დაფუძნებულ გარემოს ქმნის არადომინანტი ჯგუფებისთვის.

ანგარიში სხვადასხვა დისკრიმინირებული, მარგინალიზებული და მოწყვლადი სოციალური ჯგუფის (მათ შორის, ქალების, ლგბტ თემის, არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ბავშვების, შშმ პირების, უსახლკარო პირების, პოლიტიკური ოპოზიციის) უფლებრივ მდგომარეობას აღწერს ცალ-ცალკე.

14.jpgკონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო „კოალიცია თანასწორობისთვის” საქმიანობის 2015-2016 წლების ანგარიში, სადაც თავმოყრილია კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესწავლილი დისკრიმინაციის შემცველი ფაქტები. ანგარიშში შევიდა 36 საქმის დეტალური მიმოხილვა. საანგარიშო პერიოდში კოალიციის წევრებმა აწარმოეს შეზღუდული შესაძლებლობის (7 საქმე), მოქალაქეობის (3 საქმე), რასის (1 საქმე), საცხოვრებელი ადგილის (4 საქმე), პოლიტიკური ან სხვა შეხედულების (10 საქმე), ჯანმრთელობის მდგომარეობის (1 საქმე), ქონებრივი მდგომარეობის (1 საქმე), გენდერის (4 საქმე), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (4 საქმე), რელიგიის ნიშნით (1 საქმე) დისკრიმინაციის საქმე.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლმა მოქალაქეებმა.

„კოალიცია თანასწორობისთვის” მიზანია ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობა. კოალიციის მუშაობას, დაარსების დღიდან, მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”.

იხილეთ, ასევე: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=15&info_id=4847

10

11.jpg

2.jpg

9.jpg

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s