PHR|პარკირების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

PHR-ი 2015 წლიდან აწარმოებდა საქმეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ იმ რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით, რომელიც დისკრიმინაციულად ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლებას.

PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად, 2016 წლის 20 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნო თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აძლევდა სპეციალური პარკირების ადგილების გამოყენების უფლებას თუ საკუთრებაში არ ჰყავდა რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. საკრებულოს დაევალა, პარკირების რეგულაციების გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 27 დეკემბერს მიიღო სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების ახალი წესები, სადაც სრულად არის ასახული PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ყველა კომპონენტი, კერძოდ:

No_Cross.svg ძველი რეგულაციით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ მათ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რაც სრულად ეწინააღმდეგებოდა სპეციალური პარკირების ადგილების არსებობის მიზანს, რომლის მთავარი დანიშნულებაც უნდა იყოს გარემოს მისაწვდომობის ეფექტური უზრუნველყოფა.

Yes_Check_Circle.svgახალი რეგულაციით სრულად გაუქმდა ძველი მიდგომა და სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამის უზრუნველსაყოფად კი გამოიყენება მოძრავი საცნობი ნიშანი. საცნობი ნიშანი გაიცემა არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, არამედ პირზე, რომელსაც სპეციალური პარკირების ადგილის გამოყენების საჭიროება აქვს. მოძრავი საცნობი ნიშანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია დაამაგროს ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ის მართავს ან/და გადაჰყავს.

No_Cross.svg ძველი რეგულაცია, რომელიც საცნობი ნიშნის გაცემას უკავშირებდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში ყოლას, გამორიცხავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის შესაძლებლობას.

Yes_Check_Circle.svgახალი რეგულაციით შემუშავდა საცნობი ნიშნის მიმღები პირების სხვადასხვა კატეგორია, რომელთა შორისაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები.

საცნობი ნიშნის მიღების ახალი რეგულაციები ძალაშია 2017 წლის პირველი იანვრიდან და გაიცემა უსასყიდლოდ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს სახალხო დამცველს, რომელმაც სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გამოყენებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული საქმის წარმატებით დასრულებაში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s