გაგვაცანით მოძალადე პოლიტიკოსები

cover anaდეპუტატი, რომელიც ოჯახში ძალადობის გამო, თანამდებობიდან გადადგა


2016 წლის შემოდგომაზე, სამხრეთ კაროლინას წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი[1], ქრის ქორლი, პოლიციამ ცოლის ცემისა და იარაღით მუქარის გამო დააკავა. ამ შემთხვევას მათი ორივე შვილი შეესწრო. შეტყობინება 911-ში, კანონმდებლის ცოლმა გააკეთა. 911-ს აუდიოჩანაწერში მკვეთრად ისმის ბავშვების შეშინებული ტირილი და ქალის ყვირილი.

დაკავებული ქორლი გირაოს საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, გამოძიება გაგრძელდა.  ქორლი გადადგა თანამდებობიდან, ხოლო ჟურნალისტებმა მისი საქმიანობა წარმომადგენლობით ორგანოში დეტალურად შეისწავლეს. აღმოაჩინეს, რომ წინა პერიოდში, ქორლი გამოხატავდა ეჭვებს იმის შესახებ , თუ რამდენად შეეძლო მთავრობას სრულად გადაეჭრა ოჯახში ძალადობის პრობლემა. ასევე, არ იყო დარწმუნებული, რომ იარაღის ფლობისა და ტარების უფლების აკრძალვა შეაკავებდა მოძალადეებს დანაშაულის ჩადენისგან.

რა მოხდებოდა საქართველოში?!


ჩვენს რეალობაში, ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების ცოლები თითქმის არასოდეს ატყობინიბენ პოლიციას ქმრების მხრიდან ძალადობის თაობაზე. ჩვენთან,  ქალები ფიქრობენ ხოლმე, რომ საზოგადოება მათზე მეტად მათ ქმრებს  გაუგებს  და ამიტომ, არ დაუჯერებენ.

ქალებს  ეშინიათ, და ხანდახან, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ მათი ძლევამოსილი და ცნობილი ქმრები ყველაფერს “მოაგვარებენ”. ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება რომც დაიწყოს,  მაინც  უსასრულოდ გაგრძელდება. მთელი ამ  პერიოდის განმავლობაში კი, მსხვერპლი ქალი კვლავ და კვლავ, განმეორებითი ძალადობის მსხვერპლი იქნება.

სწორედ, ამ დუმილის ფონზე, საფრთხის ქვეშ დგას, როგორც  კონკრეტული მსხვერპლი ქალი, მასთან ერთად  ის ადამიანებიც, ვისი ბედიც  ამ მოძალადე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რადგან სანამ მოძალადე პოლიტიკოსი გადაწყვეტილების მიმღებია, მას შესაძლებლობა აქვს, ერთი ხელის მოსმით შეაფერხოს ყველა სხვა ქალის დაცვა ძალადობისგან.

 

საფრთხე საზოგადოებისთვის


იმ საფრთხეზე, რომელსაც ოჯახში მოძალადე პოლიტიკური თანამდებობის პირები ქმნიან, მაშინ დავფიქრდით, როდესაც ერთ-ერთმა მსხვერპლმა უარი გვითხრა ოჯახში ძალადობის ფაქტის დაფიქსირებაზე და გვთხოვა, ჩვენ თვითონ, მისი იდენტიფიცირების გარეშე გაგვერკვია თანამდებობის პირის ძალადობის ისტორია. 

ჩვენმა ორგანიზაციამ, 2016 წლის 4 თებერვალს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მოსთხოვა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, გაუცია თუ არა ოჯახში ძალადობის გამო უწყებას შემაკავებელი ან დამცავი ორდერი დღეს მოქმედ რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირზე – კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე, პარლამენტის წევრებზე, მთავრობის სხვა წევრებზე და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა როგორც ამ განცხადებით, ისე 4 მარტს, განმეორებითი განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. იმავე წლის 31 მარტს კი, შსს-მ ორგანიზაციას აცნობა, რომ მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ ინფორმაციას და შესაბამისად, მოქალაქეები ამ ინფორმაციას ვერ მიიღებდნენ.

ორგანიზაციამ, შსს-ს უარის შემდეგ, ამ ინფორმაციის მისაღებად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა და ოჯახში ძალადობაზე,  როგორც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ მოვლენაზე,  მაღალი სტანდარტი დაადგინა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “დემოკრატია არჩევნებზე და ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით მართვის განხორციელებაზე დაფუძნებული სისტემაა. ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლი კი ვერ განხორციელდება და არც ხელისუფლება იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე, თუკი საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული სახელმწიფო ორგანოთა შესახებ”.

სასამართლო განმარტავს, რომ დაკავებულ პოლიტიკურ თანამდებობასთნ პირის შესაბამისობა გულისხმობს მოქალაქის არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ – მორალურ თვისებებსაც, ვინაიდან სახელმწიფო თანამდებობა არ შეიძლება, ეკავოს პირს, რომელიც, მართალია, გამოცდილი პროფესიონალია, მაგრამ თავისი მორალური რეპუტაციით არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას:  “საზოგადოებას უნდა შეექმნას რწმენა, რომ მისი უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა აიღო მორალურად გაწონასწორებულმა თანამდებობის პირმა, რომელიც თავად არ ყოფილა მხილებული ძალადობის ფაქტზე”.

 

ახლა როგორ იქნება?!


აღნიშნულ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტროს  რეაქცია არ მოჰყოლია და ჩვენთვის უცნობია, ეთანხმება თუ არა სასამართლოს მსჯელობას.  დადებით შემთხვევაში, სამინისტრო მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის პერსონალურ ინფორმაციად კლასიფიცირებისთვის, სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს  დავას.

აქ უკვე, გვჯერა, რომ ეს ბრძოლა გენდერული ძალადობისა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან საზოგადოების დაცვის სტანდარტის სასარგებლოდ გადაწყდება, პოლიტიკოსების ცოლები კი, აღმოაჩენენ, რომ მოძალადე პოლიტიკოსის არსებიბა არ არის უსაშველო მოვლენა, იგრძნობენ, რომ მათ გვერდით მოქალაქეები და ქალთა უფლებების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან და გაბედულად შეატყობინებენ ძალადობრივი ქმედებების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არა მარტო  საკუთარი თავის, – მთელი საზოგადოების ძალადობისგან გადასარჩენად.

ავტორი: ანა არგანაშვილი

[1] http://www.cbsnews.com/news/chris-corley-south-carolina-legislator-indicted-domestic-violence-charges/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s