PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად „თემი ქედელის“ ბენეფიციარი საკუთარ ანაბარზე არსებული თანხის განკარგვას შეძლებს

4 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, „თემი ქედელის“ ბენეფიციარს, მიანიჭა უფლება, სრული მოცულობით და საკუთარი შეხედულებით მიეღო და განეკარგა საანაბრე ანგარიშზე წლების განმავლობაში დარიცხული თანხა. აღნიშნული თანხის განკარგვაში მას მხარდამჭერი დაეხმარება.
“თემი ქედელის” ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი წარმოადგენდა.

იურიდიული სამსახურის ადვოკატმა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატმა ანაბარზე არსებული თანხის განკარგვისთვის სოციალური სააგენტოს თანხმობა მოითხოვა, რაც მისი თქმით, მხარდამჭერთა წინასწარ მონიტორინგს ემსახურებოდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა იურიდიული სამსახურის ადვოკატის მოთხოვნა და ძალაში დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც, მხარდაჭერის მიმღები პირი უფლებამოსილად სცნო, თავად, მხარდამჭერის დახმარებით განკარგოს საკუთარ ანაბარზე არსებული თანხა.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სიღნაღის რაიონული სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის პრეცედენტული და წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს მხარდაჭერის მიმღები პირების უფლებრივი თანასწორობის კუთხით და თანხვედრაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა  ცნობილი ქმედუნარიანობის მანამდე არსებული მოდელი. ასევე, მიგვაჩნია, რომ რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეფორმის შემადგენელი თითოეული რგოლის მხრიდან სწორი პრაქტიკის დანერგვას, რათა  თავიდან იქნეს აცილებული როგორც თანასწორობის უფლების რაიმე სახით შეზღუდვა, ასევე საკუთრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s