კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მედიის წარმომადგენლებისთვის მრგვალი მაგიდა გამართა

DSC01707-300x175პირველ აპრილს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საბჭოს წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მედიის წარმომადგენლების დაინტერესება ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე, მედიის როლის გააზრება ბავშვთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში.

კოალიციის ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ამავე კოალიციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე. წევრმა ორგანიზაციებმა ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლებს კოალიციის შესახებ ესაუბრნენ, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა დასახეს. ასევე, დაიგეგმა საველე ვიზიტები მომსახურებების მიმწოდებელ ორგანიზაციებში.

შეხვედრას ჟურნალისტებისა და კოალიციის წევრი ორგანიზაციების გარდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და კოალიციის პარტნიორი ბიზნესკომპანიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

DSC01681-600x338

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s