ომბუდსმენმა PHR-ის წარმომადგენელი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრად შეარჩია

სახალხო დამცველმა PHR-ის წარმომადგენელი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრად შეარჩია. მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი მოვალეობაა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, გეგმიურ და საჭიროებიდან გამომდინარე, არაგეგმიურ მონიტორინგის მისიებში (ვიზიტებში) მონაწილეობა –  შემოწმების ჩატარება და ანგარიშგება. ასევე, კონკრეტულ თემატიკაზე ანალიზის/კვლევების განხორციელება.

კონკურსის შედეგების საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფი შეირჩა შემდეგი შემადგენლობით:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე, ა(ა)იპ „ვიმეგობროთ“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გივი ჯვარშეიშვილი, ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტის მენეჯერი ანა არგანაშვილი, ა(ა)იპ „ქალი, ბავშვი და სოციუმი“ დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე ნანა შარაშიძე, ა(ა)იპ „პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის“ დირექტორი გიორგი კაკაჩია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს 2006 წლის კონვენციის 33–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმს.

წყარო: http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelma-gaeros-shezguduli-shesadzleblobis-mqone-pirta-uflebebis-konvenciis-implementaciis-monitoringis-djgufis-axali-wevrebi-shearchia.page

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s