„როცა სახელმწიფო არ ზრუნავს“ – CRIN-ის სახელმძღვანელო პრინციპები

„ბავშვის უფლებების საერთაშორისო ქსელმა (CRIN)“ სახელმძღვანელო პრინციპები, სახელწოდებით – „როცა სახელმწიფო არ ზრუნავს“ შეიმუშავა. სახელმძღვანელო პრინციპები აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დარღვევებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ მომზადდა. სახელმძღვანელოს მომზადებაში მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს, მათ შორის, ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც ბავშვებს იურიდიულ დახმარებას უწევს.

Untitledცნობილია, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში ბავშვთა უფლებები ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში ირღვევა, მაგრამ ამ დარღვევებსა და პრობლემებს სახელმწიფოები უგულებელყოფენ. მსგავს დაწესებულებებში ადგილი აქვს ბავშვებზე ძალადობის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, სექსუალური ძალადობა, ფიზიკური და ემოციური ძალადობა და რაც განსაკუთრებით ამწვავებს ამ სიტუაციას, საცხოვრებლად შექმნილი არაადამიანური გარემოა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გზით დაიცვას თავისი უფლებები და თავისუფლებები, დიდი ხანია, იგნორირებულია ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში. ბავშვებისთვის განსაკუთრებულად რთულდება, თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ ხმა მიაწვდინონ სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებს. ამიტომ, ბავშვთა ხმა, ხშირად, უგულებელყოფილია. გარდა ამისა, მათ არ იციან, ვის ენდონ, ვისგან შეიძლება მიიღონ დახმარება, რაც ბავშვებთან ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს.

CRIN-ის მომზადებული გზამკვლევი – “როცა სახელმწიფო არ ზრუნავს”, იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ადვოკატირებისთვის საჭირო მეთოდებს განიხილავს, რაც ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში არსებული დარღვევების აღმოფხვრისთვისა და სერვისის გაუმჯობესებისთვისაა საჭირო. CRIN-ის ანგარიში გლობალურად მიმოიხილავს იმ მეთოდებს, თუ როგორ შეუძლია ბავშვს, ან ბავშვის წარმომადგენელს საჭირო მართლმსაჯულების მექანიზმებით სარგებლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

CRIN-ის გზამკვლევი წარმოადგენს სამართალწარმოებისა და იურიდიული დახმარებისთვის ერთ-ერთ რესურს, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ექსპერტებს დაეხმარება ეფექტური მართლმსაჯულების პრაქტიკის დანერგვის პროცესში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s