PHR-მა ძევრის შშმ პირთა პანსიონატის პერსონალთან ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

10 მარტს, PHR-მა ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის პერსონალთან, – რომლებიც, ამავდროულად, ინსტიტუციაში მცხოვრები პირების მხარდამჭერები არიან, – ტრენინგი ჩაატარა. PHR-ის წარმომადგენლები მათ რეფორმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს მხარდაჭერის განხორციელების ფორმები და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობები.

coverძევრის პანსიონატში დასაქმებულმა პერსონალმა/მხარდამჭერებმა, ტრენინგის განმავლობაში, მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა ან მხარდამჭერის მოვალეობისგან გათავისუფლება, როგორ ერთვება მხარდამჭერი გარიგების დადების პროცესში, როგორ მიმდინარეობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან ურთიერთობა და ასევე, როგორაა განსაზღვრული მხარდამჭერის პასუხისმგებლობის საკითი და ფარგლები.

2.jpgტრენინგის დისკუსიის ნაწილში, მხარდამჭერების დამატებითი ინტერესი გამოიხატა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ურთიერთობის ნაწილში. ჩაუღრმავდნენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს, როგორ უნდა იმოქმედონ პირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და როგორ განსაზღვრონ მათი საჭიროებები. ასევე, პრობლემურ საკითხად გამოჰყვეს, რამდენიმე მხარდაჭერის მიმღები პირის ყოლის შემთხვევაში გართულებული თანხის განკარგვა-განაწილების პროცესი. ასევე, აღნიშნეს, რომ თავიანთი ვალდებულებების შესახებ ნაკლებად ინფორმირებულობის გამო, უჭირთ ბენეფიციარების საჭიროებების თავისუფლად დაკმაყოფილება, რათა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორინგისას, არ მოხდეს მათი პასუხისგებისა და ფარგლების ეჭვქვეშ დაყენება.

PHR-ის იურისტებმა მხარდამჭერთა შეკითხებს უპასუხეს და მიაწოდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დაეხმარებათ მათ ეფექტურად განახორციელონ თავიანთი ვალდებულებები და დაიცვან ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესი.

3.jpg

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s