PHR-ის წარმომადგენელი ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრო

ადრეული ქორწინება7 მარტს ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფი ქალთა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოსა და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა. შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანაშრომლობით შედგა, რომელსაც პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა.

შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, სხვადასხავა სამთავრობო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, PHR-ის წარმომადგენელი თამარ კურატიშვილი ესწრებოდა. სამუშაო ჯგუფმა ადრეული ქორწინების პრევენციასთან დაკავშირებით 2017 წელს დაგეგმილ აქტივობებზე იმსჯელა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ასევე, იმ ხარისხობრივი კვლევის შესახებ იმსჯელეს, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Promundo US-ის მჭიდრო თანამშრომლობით 2017 წელს განხორციელდება. აღნიშნულ კვლევაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s