ქალი უფლებადამცველები – ძალადობის სამიზნე

2015 წლის ივლისში ადამიანის უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, გაეროს სპეციალური მომხსენებელი – მიშელ ფორსტი, კონსულტაციებისა და მიღებული საჩივრების შესწავლის საფუძველზე აანალიზებს, თუ რა სპეციფიკური საფრთხეები ექმნებათ უფლებადამცველებს საკუთარი ქმედებების გამო საკუთარ ქვეყნებში.

ძალადობა უფლებადამცველების წინააღმდეგ

ერთი მხრივ, სპეციალური მომხსენებელი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიო მასშტაბით შეიმჩნევა ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, თუმცა, პარალელურად, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან იმ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ძალადობის მსხვერპლები, რასაც მათ წინააღმდეგ ახორციელებენ როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური, სახელმწიფო თუ სხვა აქტორები.

უფლებადამცველების შევიწროება, რიგ შემთხვევებში, ხშირად ხდება ე.წ. ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა, სწორედ, ე.წ. ტერორიზმთან ბრძოლის საფუძვლით უზღუდავს უფლებადამცველებს თავისუფლებებს. შესაბამისად, მსგავსი პოლიტიკის მქონე სახელმწიფოებმა, მიიღეს ისეთი კანონები, რაც ფუნდამენტურად ზღუდავს ყოველგვარ სამოქალაქო, სოციალურ თუ პოლიტიკურ აქტივობას. უფლებადამცველების დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება მათი დამამცირებელი, უნდობლობისა და მტრული გზავნილების შემცველი ინფორმაცია როგორც მედიით, ისე კომუნიკაციის სხვა წყაროებით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში უფლებადამცველების როლისა და მუშაობის შედეგების შესახებ.

უფლებადამცველობა ნიშნავს, საკუთარი თავის უამრავი საფრთხის წინაშე დაყენებას, რაც მათ შორის, მოიცავს სიცოცხლისა და თავისუფლების დაკარგვის რისკებს. ხშირად, ისინი, თავდასაცავად მიმართავენ მედიას და მართლმსაჯულების ორგანოებს, თუმცა, ეს უკანასკნელნი მათ გულგრილობით პასუხობენ. უფლებადმცველებზე განხორციელებული ძალადობა, ხშირად, გამოუძიებელი რჩება, რაც დაუსჯელობის კულტურის წახალისებას იწვევს. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმდება მაშინ, როდესაც ძალადობის მუქარა და შევიწროება ხორციელდება უფლებადამცველის ოჯახის წევრის მიმართ, რაც აორმაგებს უფლებადამცველის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას.

შევიწროებისა და რეპრესიის ახალ, რაფინირებულ ფორმას წარმოადგენს ცილისწამების კამპანიები უფლებადამცველების მიმართ, რაც, უმეტესად, სამთავრობო ძალებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან მედიის საშუალებით ხორციელდება. რეპრესიის ფორმას წარმოადგენს უფლებადამცველების საქმიანობის კონტროლი და შეზღუდვა ინტერნეტ სივრცეში, რაც მათი საქმიანობის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. მსგავსი შეზღუდვების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს მათ ელექტრონულ მეილებსა თუ სატელეფონო საუბრებში უკანონო შეღწევა და ჩაწერა.

93-bianca_desaparicion-forzada

მსგავს რეპრესიას განსაკუთრებით აღენიშნება გენდერული განზომილება, ვინაიდან, სწორედ ქალი უფლებადამცველების პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება წარმოადგენს მათი პარალიზებისა და მათი ღირსების დამცირების ეფექტურ საშუალებას. რიგ ქვეყნებში, საკანონმდებლო ცვლილებით ხდება უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზება. მსგავს ქმედებებს განსაკუთრებით იყენებენ უფლებადამცველი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და იურისტების წიააღმდეგ.

უფლებადამცველები, ასევე, მიუთითებენ უკანონო დაპატიმრებებისა და მსჯავრდების შემთხვევებზე, მათ მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებზე. განსაკუთრებით გავრცელებულია უფლებადამცველების დაკავება ცრუ შეტყობინების საფუძველზე, რაც ეხება მათ მიმართ გადასახადების გადაუხდელობისა თუ იარაღის უკანონოდ ფლობის არარეალურ ბრალდებებს.

ქალი უფლებადამცველების განსაკუთრებულად მძიმე ვითარება

ქალი უფლებადამცველები მუქარისა და ძალადობის მსხვერპლები ორი მიზეზით ხდებიან, – იმის გამო, რომ ქალები არიან და ასევე, იმის გამო, რომ უფლებადაცვით საქმიანობას ეწევიან. მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას გენდერული განზომილება აქვს: მუქარა, უმეტესად, მდგომაროებს მათი გაუპატიურების მუქარაში ან სხვა სახის სექსუალურ ძალადობაში. ქალი უფლებადამცველების მიმართ განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ცილისწამების, შევიწროებისა და სტიგმატიზაციის კამპანიები სოციალურ მედიაში, რომელთა უპირველესი მიზანი მათი რეპუტაციისა და სანდოობის დანგრევაა – როგორც ქალის, დედისა თუ ქალი უფლებადამცველის რეპუტაციის.

მსგავს რეპრესიას განსაკუთრებით აღენიშნება გენდერული განზომილება, ვინაიდან, სწორედ ქალი უფლებადამცველების პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება წარმოადგენს მათი პარალიზებისა და მათი ღირსების დამცირების ეფექტურ საშუალებას.

EGYPT-INTERNATIONAL-WOMENS-DAYამ გენდერულად სპეციფიკური რეპრესიების გასაანალიზებლად, აუცილებელია, გავითვალისწინოთ მათი განხორციელების ადგილის სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექტსი. ქალი უფლებადამცველების აზრით, ისინი პირველ რიგში, იმიტომ ხდებიან რეპრესიების მსხვერპლები, რომ მათ შეკითხვების დასმა გაბედეს საზოგადოებაში ღრმად ჩანერგილი კულტურული სტერეორიპების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, მათი მოწინააღმდეგეები ცდილობენ, რომ ქალი უფლებადამცველები წარმოაჩინონ როგორც ამორალური, ცოდვილი და ტრადიციული ღირებულებების მოწინააღმდეგე კომერციული სექსმუშაკები.

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, რელიგიური ჯგუფები გაცილებით მწვავედ ილაშქრებენ ქალ უფლებადამცველებზე, განსაკუთრებით, თუ საქმე სექსუალურ და რეპოროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება და ეს ყოველთვის ერთიდაიგვე სცენარით მიმდინაროებს. ქალი უფლებადმცველების დახმარების პროგრამებიც კი არ ითვალისწინებს მათ გენდერულ საჭიროებებს, მაგალითად, მათი გასნაკუთრებულად მწვავე ვითარების დროს რელოკაციის შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრების წაყვანას.

და ბოლოს, ქალი უფლებადამცველები უთანასწორო მდგომაროებაში არიან კაც უფლებადამცველებთან მიმართებაშიც. მათ ხშირად არ აღიარებენ საკმარისი ძალის, ცოდნისა და გავლენის მქონედ კაცი უფლებადამცველები და არ რთავენ საზოაგდოებრივ კონსულტაციებსა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცეში.

PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34- სესიის ფარგლებშიესწრება გამართულ ღონისძიებებს, პერიოდულად, მოგაწვდით სიახლეებს სესიის ფარგლებში განხილულსაკითხებსა და პრობლემატიკაზე.

სრული ანგარიში იხილეთ მოცემულ ბმულზე 🔽

 http://www.un.org/en/ga/search/view_doc.asp?symbol=A/70/217

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s