გაეროს სპეციალური მომხსენებელი: საფრთხის შემცველი გახდა ადამიანის უფლებადამცველთა აქტიური მოქმედება

2017 წლის 3 მარტს, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის – მიშელ ფორსტის ანგარიშის მოსმენა.

როგორც მიშელ ფორსტმა აღნიშნა, ბოლო წლებში, საგრძნობლად გაიზარდა ადამიანის უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი დარღვევები და დანაშაული. ბევრ ქვეყანაში, განსაკუთებული საფრთხის შემცველი გახდა ადამიანის უფლებადამცველთა ყოფნა და აქტიური მოქმედება. ყოველ წელს, რამდენიმე ასეული უფლებადამცველის სიცოცხლე ეწირება ამ მნიშვნელოვან საქმეს. განსაკუთრებით, საფრთხის წინაშე კი, ის უფლებადამცველები აღმოჩნდნენ, ვინც დიდი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებსა თუ ელიტებს დაუპირისპირდნენ; ასევე, შეიარაღებულ და კრიმინალურ დაჯგუფებებს.

მიშელ ფორსტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უფლებადამცველები, ბოლო პერიოდში, ხშირად ხდებიან სასჯელისა თუ შურისძიების სამიზნე, მათი გაეროსთან ადამიანის უფლებების თემაზე კომუნიკაციის მიზეზით. განსაკუთრებით მნიშნელოვანია, უფლებადამცველების დასაცავად – ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, მუქარისა და უფლებების შეზღუდვისგან – ხმა საერთაშორისო საზოგადოებამ აიმაღლოს.

2016 წელი სპეციალური მომხსენებლის შეფასებით ძალიან პროდუქტიული წელი იყო თავისი სამუშაო ვიზიტების თვალსაზრისით, როცა ის, 4 ვიზიტით, იმყოფებოდა – აზერბაიჯანში, უნგრეთში, ავსტრალიასა და მექსიკაში. აღნიშნულ სესიაზე, მიშელმა დეტალურად განიხილა ვიზიტის შედეგები უნგრეთსა და აზერბაიჯანში.

michel_forstმომხსენებლის მოსაზრებით, უნგრეთში, ზოგადად, უფლებადამცველების მუშაობისთვის უსაფრთხო გარემოა, თუმცა, თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ეს გარემო პოლიტიკურად ძალიან დაძაბული და პორალიზებულია. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის დინამიკურმა ხასიათმა და კომპეტენციის მაღალმა ხარისხმა. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები, გარკვეულ შემთხვევაში, მაინც ხდებიან მათ წინააღმდეგ ჩატარებული ნეგატიური კამპანიების მსხვერპლი, მათ შორის, ოფიციალური პირებისგანაც. მიშელმა მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს უნგრეთში, სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შემოღებასა თუ გამოყენებას, რაც ხელს შეუშლის უფლებადამცველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში ან გამოიწვევს მათი საქმიანობის ზედმეტ რეგულაციაში მოქცევას. განსაკუთრებით, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ უფლებადამცველებს არ შეეზღუდოთ თავიანთი საქმიანობის მხარდასაჭერად ფონდების მოზიდვა საერთაშორისო ფონდებიდან, როგორც ეს უკვე მოხდა სხვა ქვეყანებში.

რაც შეეხება აზერბაიჯანში მომხსენებლის ვიზიტს, მისი ანგარიშის თანახმად, უფლებადამცველებს აზერბაიჯანში არ აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ უსაფრთხო გარემოში. მათ ემუქრებათ გაზრდილი საფრთხეები შემზღუდველი კანონმდებლობის, მათი საქმიანობის კრიმინალიზაციისა და მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობის არქონის გამო. როგორც მიშელმა გამოსვლაში აღნიშნა, ადგილი აქვს უფლებადამცველების მნიშვნელოვნად სტიგმატიზირებას ოფიციალური უწყებების წარმომადგენლების მხრიდან. რაც შეეხება მედიას, ის უფლებადამცველების არა მხოლოდ დისკრედიტაციას, მათ მიმართ საფრთხეების ამაღლებას უწყობს ხელს. არა ერთი უფლებადამაცველი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მსხვერპლი გახდა ადმინისტრაციული სამართალწარმოებისა თუ სისხლისსამართლებრივი წარმოების სუბიექტი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, კანონის ფარგლებში ახორციელებდნენ უფლებადაცვით საქმიანობას.

PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 34- სესიის ფარგლებში ესწრება გამართულ ღონისძიებებს, პერიოდულად, მოგაწვდით სიახლეებს სესიის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და პრობლემატიკაზე.

იხილეთ, მიშელ ფორსტის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი მოცემულ ბმულზე: http://webtv.un.org/meetings-events/human-rights-council/watch/clustered-id-sr-on-human-rights-defenders-and-on-torture-12th-meeting-34th-regular-session-human-rights-council/5345702681001#full-text   

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s